EPILOGUE: PART TWO

1.1K 94 40
                                    

გადაღებები დღეს ადრე დასრულდა და ბიჭები პირდაპირ სახლში წავიდნენ.

"ვოაჰ თე, არ ვიცოდი დრამის გადაღება ასეთი რთული თუ იყო. შენ ალბათ მიჩვეული ხარ" თქვა ჯიმინმა როგორც კი სახლში ფეხი შედგა.

თეჰიონი და ჯონგუკი დივანზე ისხდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ.

ჯონგუკმა თავი გააქნია. "არ მიჩვეულა. ყოველთვის მოწყენილია რადგან გადასაღებ მოედანზე მე არ ვარ. თეჰიონისთვის ყველგან მოსაწყენია სადაც ჯონ ჯონგუკი არაა"

თეჰიონმა გაიცინა და ჯონგუკს ხელი ნაზად დაარტყა.

ჯინმა, რომელმაც მათი საუბარი მოისმინა ჯონგუკის გაკიცხვა დაიწყო.

"როდის გასწავლე ასეთი ამაზრზენი რომ ყოფილიყავი შვილო? შეწყვიტე ასეთი საუბარი. ოჯახის სირცხვილი ხარ"

მაკნემ ხელები ნამჯუნისკენ გაიშვირა რომელიც წიგნს კითხულობდა.

"მამაჩემისგან გამომყვა!"

ნამჯუნმა თითი დაუქნია და ისევ წიგნს დაუბრუნდა, მაგრამ ჯინისგან სახეში ჭუჭყიანი ნასკი მიიღო.

"რა ჯანდაბაა ჯინ?" აღშფოთდა ჯუნი.

ჯინმა ხელები წელზე დაიწყო და ნამჯუნს წინ დაუდგა.

"რა ასწავლე ჩვენს პატარას?"

ნამჯუნი უემოციო სახით უყურებდა მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა.

"თუ ასეთი საუბარი არ მოგწონს ჩემს სიტყვებზე რატომ დნები?" უთხრა ჭკვიანურად.

"საღამოს ბარგს ჩაგილაგებ. ახალი სახლის პოვნა მოგიწევს რადგან აქედან გაგდებ"

ნამჯუნმა გაიღიმა. "მხოლოდ შენ არ იხდი გადასახადს ძვირფასო"

ჯინმა წარბი გამომწვევად ასწია.
"და ვინ? შენ?"

"რადგან მამა ვარ..."

იუნგიმ თვალები გადაატრიალა და ბალიშები ესროლა. "ბიგჰიტი იხდის ჩვენს გადასახადებს იდიოტებო"

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon