《《 TEN 》》

1K 94 14
                                    

ავტორი: მუსიკალური ვიდეო, რომელსაც ბიჭებმა უყურეს გამოსული არ არის.
_________________________

იუნგიმ ტელეფონის აღების თანავე დაამთქნარა. მისი გაღვიძების მიზეზი ჯიმინი აღმოჩნდა, რომელმაც შემთხვევით იუნგის იდაყვი დაარტყა.

იუნგიმ ჯიმინს ხელი კრა, რამაც საწოლიდან უმცროსის ჩამოვარდნა გამოიწვია.

რა თქმა უნდა ამას ჯიმინის გაბრაზება მოყვა და იუნგი ოთახიდან გააგდო.

ქერა ბიჭმა ჩაიცინა როცა ამ რაღაცას კიდევ ერთხელ გადააწყდა. #yoonminisreal ტრენდებში მოხვედრილიყო. ეს ტრენდი კვირაში სამჯერ მაინც იყო სათავეში.

უკვირდა თუ როგორ უჭერდნენ მხარს ამ შიფს. ბანთანის იმეილზე შეტყობინება მიუვიდა სადაც ეწერა, რომ თუ იუნგის და ჯიმინს ნამდვილი ქორწილი ექნებოდა ის თავის მთელ ქონებას ჩადებდა ამაში.

იუნგი ჰეშთეგს უყურებდა, დააინტერესა დღეს რატომ იტრენდებოდა. პოსტებს ჩამოუყვა და თავისი და ჯიმინის ფოტო ნახა, სადაც ერთად ეძინათ. რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეს ფოტო გუშინ იყო გადაღებული.

პირველი შემთხვევა არ ყოფილა როცა იუნგის და ჯიმინს ერთად ეძინა, მაგრამ ჯიმინის პატარა საწოლზე კი.

მათი თმის ფერი მონაცისფრო-ქერა და ყავისფერი იყო, რაც მათ ახლა ქონდათ.

წარბები შეჭმუხნა, ფიქრობდა რომელმა წევრმა გამოაქვეყნა ეს ფოტო. ექაუნთის პროფილზე შევიდა რომ გაერკვია ვინ დადო, მაგრამ ვერაფერი გაიგო.

შემდეგ ბანთანის ექაუნთი გახსნა, ბოლო პოსტები თეჰიონს და ჰოსოკს ეკუთვნოდა.

იუნგი და ჯიმინი ერთმანეთს ეჩხუბებიან. გთხოვთ დააწყნარეთ ეს ორი.
#HopeGotYoonmined #ვერვიძინებ

ვიცი. უბრალოდ საწოლის ქვეშ დავიძინებ და აღარ გავიგებ ჯიმინის ყვირილს. იმედია იქ ბუგიმენი არ დამხვდება.
#TaeTaeGotYoonmined
#ბუგიმენისმეშინია
#იქტარაკანაა #ვი

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now