《《 TWENTY SIX 》》

813 85 8
                                    

შუა დღის 2:30

ჯინმა საათს დახედა. უკვე შუადღეა და იუნგისთან ჯერ კიდევ არ უსაუბრია.

დღეს სასაუბროდ შესანიშნავი დროა, რადგან არანაირი გეგმა არ აქვთ. ყოველ დღე არ ხდება შტორმი და არ შლის მათ გეგმებს.

ჯინმა ტანსაცმელი ფერების მიხედვით დაალაგა და კარადის კარები დაკეტა.
ოთახიდან გავიდა და გარშემო მიმოიხედა.

ჰმმ, სად არის ეს ზარმაცი მონსტრი?

ჰოსოკი, ჯიმინი, თეჰიონი და ჯონგუკი თამაშობდნენ.

"ჯიმინ, სად არის შენი ლილიპუტი ჰიონი? დარწმუნებული ვარ იცი" თქვა ჯინმა თვითკმაყოფილი ღიმილით.

უყურებდა ჯიმინის სახე როგორ წითლდებოდა. ჯიმინმა ჯინს შეხედა.
"ს-საიდან უნდა ვიცოდე იუნგი ჰიონი სადაა?"

ჯიმინის მაგივრად პასუხი თეჰიონმა გასცა.

"მგონი სააბაზანოში შევიდა" უპასუხა თემ და ჯინის ყურადღების მისაქცევად ხელი ასწია.

"მაგრამ მეგონა სამზარეულოში შევიდა" თქვა ჰოსოკმა.

ჯონგუკი წამოხტა. "არა არა! დარწმუნებული ვარ გარეთ გავიდა რაღაცის მოსატანად"

"გარეთ გავიდა? ახლა ხომ შტორმია?" თქვა გაკვირვებულმა ჯინმა.

შემდეგ კი ბიჭები კამათობდნენ თუ იუნგი სად წავიდა.

ჯიმინმა ამოიოხრა და ყელი ხმამაღლა ჩაიწმინდა, ბიჭების ყურადღება მიიპყრო.

ჯიმინმა თავი ჩახარა. "იუნგი ჰიონი ჩვენს ოთახშია, ჩემს საწოლში წევს"

თემ თვალები დაახამხამა.
"შენ საიდან იცი?"

"შენ რატომ არ იცი? როცა სათამაშოდ ჩამოვედით ის უკვე იქ იყო"

"ჰიონი მართლაც რომ ზარმაცებრნია, ყველგან სძინავს, რადგან იცის რომ არ გვაინტერესებს" თქვა ჯონგუკმა.

"მხოლოდ ჯიმინი, მხოლოდ ის ზრუნავს იუნგიზე და აინტერესებს სადაა" დასცინა ჰოსოკმა.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now