¦¦ TWO ||

1.4K 117 7
                                    

"სად ჯანდაბაშია ჯიმინი?" ჯიმინმა თეჰიონის ხმა გაიგო, როცა სააბაზანოდან გამოდიოდა. ჯიმინი ვერ მიხვდა რატომ ჰქონდა თეჰიონს აღელვებული ხმა.

"დამშვიდდი გთხოვ. ისევ დრამატულად იქცევი" უთხრა ჯიმინმა, როგორც კი მას მიუახლოვდა.

"დავმშვიდდე? დავმშვიდდე? ანუ ჩემი გაჩერება გინდა ხომ?" თემ ხელები ჰაერში აიქნია, რაზეც ჯიმინმა თვალები გადაატრიალა. "ჰიონ! სავარჯიშოდ უნდა წავიდეთ ხუთ წუთში, შოუსთვის უნდა მოვემზადოთ და კიდევ მე მეუბნები რომ დავწყნარდე?"

ჯიმინმა თეჰიონს გადახვეული გაზეთი თავში წამოარტყა. "სულელო ეგ ვიცი. მაგრამ ასე რატომ პანიკიორობ? ყველანი მზად ვართ და-"

"ჯიმინი, ერთის გარდა ყველანი მზად ვართ"

ჯიმინმა წარბი ასწია, თეჰიონმა კი მძინარე იუნგიზე მიანიშნა, რომელსაც დივანზე ეძინა.

"რატომ არ აღვიძებ?" იკითხა ჯიმინმა, მაგრამ რა თქმა უნდა პასუხი იცოდა.

თეჰიონმა ხელი ჯიმინს მხარზე დაადო და შეხედა. "ჰიონ კარგად იცი როგორი საშიშია იუნგი. მომკლავს, რომ გავაღვიძო"

ჯიმინმა მხრები აიჩეჩა. "არ მაინტერესებს. მიდით და რომელიმემ გააღვიძეთ"

თეჰიონს თვალები გაუფართოვდა. "მაგრამ ჯიმინი, ჩემო ძმაო და სულის მეგობარო(soul mate) როცა ბოლოს ეგ გავაკეთე იუნგი ჰიონმა წიხლი მხია. სიცილს მორჩი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ერთადერთი ხარ ვისაც მისი გაღვიძება შეუძლია. ახლა კი, ადექი და ის გააკეთე რისთვისაც დაიბადე" უთხრა თეჰიონმა და გარეთ გაიქცა.

ჯიმინმა ამოიოხრა და მძინარე ჰიონს შეხედა, ჩაცმული იყო. მაგრამ ის ხომ იუნგია, იუნგი კი ყველგან იძინებს. როგორც ჩანს სხვებზე ადრე მოემზადა და "წაძინება" გადაწყვიტა.

"ჰიონ" თქვა ჯიმინმა, ხელი მხარზე ნაზად დაარტყა. მართალია ის, რომ მხოლოდ ჯიმინს აქვს იუნგის გაღვიძების უფლება. ამის გახსენებისას ჯიმინს გაეღიმა.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now