《《 THIRTY FOUR 》》

901 86 6
                                    

სამზარეულოდან კამერების გასვლის შემდეგ ამ ორს შორის უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.

მაგრამ იუნგის ადრინდელი პოზიცია არ შეუცვლია, თავი ისევ ჯიმინის მხარზე ედო.

სიჩუმით დაღლილმა იუნგიმ ჯიმინს ხელი ჩაავლო და შემოატრიალა.

"გაიგე ჯიმინ? მათ ჩვენი კოცნის ნახვა სურდათ. სწორედ ამის გამო უნდა ვივარჯიშოთ და მადლობა უნდა მომიხადო, რადგამ შენი მორცხვი ტრაკი გადავარჩინე"

ჯიმინს პასუხი უნდა დაებრუნებინა, როცა იუნგიმ მათი ტუჩები შეაერთა.

გაკვირვებული ჯიმინი კოცნაში თავიდან არ აყვა, მაგრამ რამდენიმე წამში გონს მოეგო და კოცნითვე უპასუხა.

უფროასმა ჯიმინის ქვედა ტუჩს უკბინა, ხელით ნელა უბიძგა და დახლს მიაჯახა.

"როგორც იქნა, ჩემი ჩიმჩიმი დაბრუნდა" იუნგიმ უმცროსის ტუჩებში ამოიჩურჩულა.

ჯიმინმა ხელი იუნგის კისერზე ნელა შემოხვია, იუნგიმ კი ხელები უმცროსის თავის გარშემო დააწყო, ბიჭი რომ არ გაქცეოდა.

იუნგის ენა უმცროსის ტუჩებზე უნდა აესვა, როცა ხელის კვრა იგრძნო.

შემდეგ კი ჯიმინს გაკვირვებულმა შეხედა.

****

ჯიმინი გაკვირვებულ იუნგის უყურებდა, რომელსაც ტუჩები ნერწყვით ქონდა დაფარული, თმა კი აჩეჩვოდა.

ჯიმინსაც სურდა იუნგისთან კოცნა გაეგრძელებინა, მაგრამ ჯინის სიტყვები გაახსენდა.

"ჰიონ... ამას რატომ ვაკეთებთ?" იკითხა უმცროსმა.

იუნგიმ თავი გვერდით გადაწია.

ჯიმინმა ღრმად ამოიოხრა. "კოცნას ვგულისხმობ ჰიონ"

"ხოო, ამმ..." იუნგიმ ხელი კისერზე დაიდო. "ჩვენ პრაქტიკა უნდა, აჰ, გავიაროთ. შემდეგ ინტერვიუში კოცნა, რომ მოგვთხოვონ? და საერთოდაც არ მოგენატრა ჩემი ტუჩების გემო?" უთხრა ხავერდოვანი ხმით.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Donde viven las historias. Descúbrelo ahora