《《 THIRTY THREE 》》

893 90 8
                                    

"ჯეი ჯინ, შენი დახმარება მჭირდება" თქვა ნამჯუნმა როგორც კი ჯინს მიუახლოვდა.

მოულედნელი გეგმები ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა. განსაკუთრებით მისთვის, რადგან სწორედ მას უნდა ეცნობა დანარჩენებისთვის.

"გისმენ?"

ნამჯუნი ჯინს დახმარებას იმიტომ სთხოვდა, რომ ყველაზე დიდი იყო და არა იმიტომ რომ მოსწონდა.

კარგი, შეიძლება მიზეზი ესეც ყოფილიყო.

"KBS-ის ერთ-ერთი შოუ 'Star Hustle' იცი? ხვალ ჩვენთან მოვლენ და მინდა ამ თახვებს, ჩვენს აჰ, ბავშვებს სახლის მოწესრიგება დავაძალოთ" უთხრა ნამჯუნმა, ლოყაზე სიმხურვალე იგრძნო როცა 'ჩვენი შვილები' ახსენა. ჯინისგან კი მხოლოდ თავის დაქნევა მიიღო.

უმცროსმა ქვედა ტუჩს უკბინა. ეს დღეებია ამჩნევს, რომ ჯინი მასთან მიმართებაში უცნაურად იქცევა.

რადგან ჯინს მეტი სათქმელი არაფერი ჰქონდა, ნამჯუნმა თავი მოიფხანა და ოთახის დატოვება გადაწყვიტა.

"ნამჯუნ" გაისმა ჯინის ხმა.

ნამჯუნმა მოძრაობა შეწყვიტა და ჯინს მიუტრიალდა. იმედოვნებდა, რომ ჯინი ისეთ რამეს ჰკითხავდა რაზეც საუბრის გაბმას მოახერხებდა.

ჯინმა სარეცხის დახარისხება დაიწყო. "გავიგე, რომ მოგწონვარ"

ნამჯუნს ხველება აუტყდა.

მოიცადე რა-

ჯინმა ისე წარმოსთქვა ეს სიტყვები თითქოს უბრალოდ ამინდზე საუბრობსო.

ჯანდაბა, თუ ჯინი ახლა მშვიდად იყო, მეორე მხრივ ნამჯუნს პანიკა ჰქონდა.

"უჰჰ, აჰაჰაჰჰა, ეგ ვინ გითხრა?" თქვა ყალბი ღიმილით.

"არავინ" უპასუხა მარტივად.

ნამჯუნმა იატაკს დახედა. მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა ამის შესახებ. მხოლოდ ერთმა.

სერიოზულად, თვალებს ამოგთხრი მინ იუნგი!

ფეხებს ნერვიულად ამოძრავებდა.
"იუნგი ჰიონი იყო ხო?"

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now