|| SEVEN ¦¦ Pt.1

1K 94 4
                                    

იმ ეპიზოდის გასვლის შემდეგ არმი ჭკუიდან გადავიდა, როგორც წინაზე მაგრამ ამჯერად სამჯერ უფრო ძლიერ. ჯიმინი და იუნგი საჩუქრებს იღებდნენ, სადაც წყვილის მაისური იყო, წყვილის კბილის ჯაგრისი და საცვლები. ჯიმინს ყველაზე მეტად IPhone მოეწონა, რომელიც ალბათ მდიდარმა ფანმა გამოუგზავნა. როცა ტელეფონი ჩართო Apple-ის ლოგოს ქვემოთ #JUSTGOTYOONMINED დაეწერა.

იუნგიმ თავიდან უარი თქვა ახალი ტელეფონის გამოყენებაზე, რადგან თქვა რომ ძველი ძალიან უყვარდა და ის ძალიან იეჭვიანებდა. მაგრამ ჯიმინის დაუსრულებელი წუწუნის შემდეგ დასთანხმდა.

მაგრამ ჩვენ საქმე მინ იუნგისთან გვაქვს, ის კი სასყიდელის გარეშე არაფერს აკეთებს. მან ჯიმინს უთხრა, რომ მათ წყვილის ტრუსი უნდა ჩაეცვათ ხუთშაბათს.

დღეს კი ხუთშაბათია.

ჯიმინი მისაღებ ოთახში შევიდა და ამოიოხრა, ბანთანის ბიჭები გადაცემის იმ მომენტს უყურებდნენ, სადაც იუნგი და ჯიმინი ერთმანეთს კოცნიდა.

ბანთანის წევრებსაც იგივე რეაქცია ქონდათ რაც არმის. გადაღებების შემდეგ მათ გადამღებ ჯგუფს თხოვეს, რომ ის მომენტი გაეგზავნათ მათთვის სადაც იუნგიმ ჯიმინს კოცნა მოპარა. შემდეგ დღეს კი სამი სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული კადრი ქონდათ.

ამის შემდეგ კი ერთი და იგივე კადრს ამეორებდნენ, არა და არ ბეზრდებოდათ.

ბიჭებს დღეს თავისუფალი დღე ქონდათ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც. თქვენი აზრით რას აკეთებდნენ? იჯდნენ და ისევ იმ ვიდეოს უყურებდნენ.

"ჯიმინ! მოდი შემოგვიერთდი, იუნმინის მარათონი გვაქვს" დაიძახა თეჰიონმა ხმამაღლა. ჯიმინის სახელის გაგონების თანავე იუნგი მისკენ შეტრიალდა.

ჯიმინმა თეჰიონს მწეველი მზერა ტყორცნა, შემდეგ კი მისი თვალები უცებ იუნგის თვალებს შეხვდა. ანერვიულდა, მაგრამ რატომ? ზედმეტი ფიქრის გარეშე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ბიჭების გვერდით ადგილი დაიკავა.

________

"ეი ჩიმჩიმ, შემდეგ ჯერზე ენაც ხომ არ გამოგვეყენებინა?" უთხრა იუნგიმ.
ნამჯუნმა ამაზე თავი გააქნია, ჯინს ეს ნამდვილად არ მოეწონება.

და მართალი აღმოჩნდა. ჯინმა იუნგის ხელი თავზე წამოარტყა.
"ასეთი რაღაცეები მაკნეების წინ არ თქვა! ისედაც ვცდილობ, რომ შენ არ დაგემგვანონ, ისიც საკმარისია შენი და ჯიმინის ქცევებს, რომ უყურებენ"

ამას ჯონგუკის ჩაცინება და თეჰიონის ხარხარი მოყვა.

იუნგიმ თავზე ხელი მოისვა და თქვა.
"დიდი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ"

ჯინმა იუნგის შეხედა. "ამ საღამოს ხორცს ვეღარ შეჭამ, შე თავხედო ბავშვო!" უთხრა გაბრაზებულმა და შეეცადა ყურადღება ტელევიზორზე გადაეტანა.

ამის დედაც, როგორი ლამაზი და მიმზიდველია, გაიფიქრა ჯუნმა.

"რა? სახეზე რამე მაქვს?" იკითხა ჯინმა როცა ნამჯუნის დაუსრულებელი მზერა შეამჩნია.

ნამჯუნი გამოფხიზლდა. "ამმ ხო, მარჯვენა ლოყაზე" მოიტყუა.

ჯინი სახიდან არარსებულ ლაქას იშორებდა.

"კიდევ მაქვს რამე?" კითხა ჯინმა.

"არა, უკვე მოგშორდა"

ჯინი ადგა და "ნაგვის ყუთს" გვერდი აურია.

"ჰეი ჯუნ" თქვა იუნგიმ.

"რა?"

იუნგიმ ჩაიცინა,  "დავინახე რაც გააკეთე"

ნამჯუნმა სიმხურვალე იგრძნო, შეეცადა არ შეემჩნია და სერიოზული სახე დაიჭირა.
"რაც გინდა ის იფიქრე იუნგი"

_________
ვიცი რომ საინტერესო თავი არ იყო მაგრამ რაღაც ნამიოკებია.
💜💜💜

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now