《《 TWENTY NINE 》》

841 85 20
                                    

"შეიძლება?"

ჰკითხა ჯიმინმა იმედიანი თვალებით.

იუნგიმ ჯიმინის სისაყვარლეზე გაიღიმა.

"რატომაც არა?"

იუნგიმ ყურსასმენი აიღო და ჯიმინს თავზე  მოათავსა.

"დიდი წარმოდგენა არ გქონდეს. ჯერ დასრულებულიც არაა. რაღაცეების შეცვლას ვგეგმავ და შემდეგ შეიძლება ჩემს მიქსთეიფში დავამატო"

და ფაილი გახსნა.

სიმღერა დაიწყო, მხოლოდ ჯიმინს ესმოდა.

იუნგი ძალიან ნერვიულობდა. ყოველთვის დარწმუნებული იყო თავის ნიჭში. რა თქმა უნდა როცა ბანგ ფიდინიმს ან სხვა პროდიუსერებს წარუდგენდა სიმღერას ცოტას ნერვიულობდა.

მაგრამ არცერთ წევრთან არ მოსვლია ასე. ყველაფრის შემდეგაც კი დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და ნამუშევარში.

მაგრამ ჯიმინთან...

ნერვიულობა იგრძნო და რამდენიმე წამი ვერც უყურებდა. ჯიმინის რეაქციაზე ნერვიულობდა.

სიმართლე, რომ გითხრათ ასე არასდროს არ უნევიულია.

იუნგიმ ჯიმინს შეხედა. უმცროსს პატარა ღიმილი ჰქონდა აკრული და მელოდიას თავს აყოლებდა.

მშვიდად გამოიყურებოდა.

"ჰიონ..." თქვა ნაზად, როგორც კი ყურსასმენი მოიხსნა.

"შენ..." ჯიმინმა საუბარი გააგრძელა.
"შენ მღერი... მთლიან სიმღერაში მხოლოდ მცირე ნაწილი გარეპე" თქვა ღიმილით.

იუნგიმ თავი მოიფხანა, იგრძნო როგორ უხურდებოდა სახე.
"ვიფიქრე... ეს სიმღერა ჩემი დონსენისთვისაა ამიტომ განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ჩემს მიქსთეიფში შესული ყველა სიმღერა რეპია"

ჯიმინი იუნგის უყურებდა.

და ჯანდაბა, იუნგიმ გაანალიზა რომ ოთახში მარტონი იყვნენ. რამდენიმე საათია რაც აქ არიან ამიტომ სავარაუდოდ ამ სართულზე მხოლოდ ისინი არიან.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now