《♡ THIRTY SEVEN ♡》

1K 82 12
                                    

"იქნები ჩემი შეყვარებული?"

ჯიმინმა თვალები დაახამხამა.

კარგი, შეგიძლიათ ზუსტად მითხრათ ახლა რა ჯანდაბა ხდება?

რა. ჯანდაბა. ხდება?

ჰიონმა მას... მას სთხოვა, რომ მისი შეყვარებული ყოფილიყო?

სერიოზულად?

ეს იუნგია?

უცხო პლანეტელებმა უკვე დედამიწა დაიპყრეს და ახლა ჯიმინს ეთამაშებიან?

"ჯიმინ, თუ უარის თქმას აპირებ მაშინ სწრაფად თქვი. ნუ მალოდინებ, ისედაც სვეგის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავარ" ალაპარაკდა იუნგი.

უმცროსმა ისევ თვალები დაახამხამა.

"აჰჰ..."

"ჯიმინ, თუ უარს მეუბნები-"

"არა! მე ვიგ- უჰჰ...არა, უარის თქმა არ მინდა, ოჰჰ ჯანდაბა... ამმ, კ-კი ჰიონ!" თქვა დაბნეულმა ჯიმინმა.

"რა კი?" იუნგის ბოხმა ხმამ ჯიმინი კიდევ უფრო აანერვიულა.

"კი... მი-მინდა შენი შეყვარებული ვიყო"

იუნგი ჯიმინს უსიტყვოდ მისჩერებოდა.

და ჯიმინი, რომელმაც მის მიმართ გრძნობები აღიარა მზერას ვერ უსწორებდა.

თუ ეს ხუმრობაა, მაშინ დაერხა, რადგან იუნგიმ უკვე იცის მის გრძნობებზე.

როცა ჯიმინმა იუნგის თვალი გაუსწორება მის სახეზე ღიმილის პატარა ნიშნები შეამჩნია.

წამების შემდეგ კი იგრძნო ცხვირზე როგორ წაეთამაშა.

"კარგია" დაიჩურჩულა.

*******

იუნგიმ დიდზე გაიღიმა როგორც კი ჰოსოკს ჩიფსი ესროლა.

"აჰჰ ჰიონ" გააპროტესტა ჰობიმ.

"თამაშში წააგე და იმსახურებ ამას" ჩაიცინა იუნგიმ.

ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში 'Fish N Chips'-ს მიირთმევდნენ და რადგან პირველად მიეცათ დაგემოვნების საშუალება ბევრი პორცია შეუკვეთეს.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin