《《 SEVENTEEN 》》

962 89 3
                                    

ფან შეხვედრის შემდეგ ნამჯუნი ტელეფონის დასატენად მოსამზადებელ ოთახში შევიდა. დანარჩენები მენეჯერს აწუხებდნენ და თხოვდნენ, რომ მათთვის საჭმელი ეყიდა, თეჰიონი კი ჰოლში დარბოდა.

ნამჯუნმა ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა, მოწყენილი იყო. კარი გაიღო რაზეც ნამჯუნმა თავი წამოყო და წინ ყველაზე ლამაზი არსება დახვდა.

"არ მჯერა, რომ ცხვრის ხორცი აირჩიეს მხოლოდ იმიტომ, რომ გუკი მაკნეა! მე ვარ ერთადერთი ვინც საკუთარ ცხოვრებას რისკავს და ამ დაუნახავ პირებს კვებავს და ეს მე გამიკეთეს? სტეიკი მინდოდა ნამჯუნ, სტეიკი! რატომ არ შეიძლება ერთხელ მაინც ის ვჭამო რაც მინდა?" თქვა ჯინმა დრმატულად.

ნამჯუნმა ჩაიცინა, გაბრაზებულ ჯინს უმზერდა. "ცხვრის ხორციც გემრიელია ჯინ"

"ოუ, მაგათ მხარეს ხარ?" თქვა ჯინმა დავიწროებული თვალებით. "მიდით, მიდით და დამიპირისპირდით. ჩემს ნივთებს ჩავალაგებ და საღამოს წავალ. შეიძლება ჩემი ბიძიის მარწყვის ფერმაში წავიდე და ამ საქმეს მოვკიდო ხელი"

"ბანთანს მხოლოდ საჭმლის გამო დატოვებ?"

"ჩვენ აქ სტეიკზე ვსაუბრობთ ნამჯუნ, სტეიკზე!"

უმცროსმა ბიჭმა თავი გააქნია. "მაშინ რატომ არ ყიდულობ სტეიკს შენით?"

ჯინმა ხელები გადააჯვარედინა. "თუ საქმე ამაშია გეტყვი, სიყვარულს ვერ ვგრძნობ"

ნამჯუნმა თვალები დაახამხამა.

ანუ...ვაუ... სიყვარულს ვერ გრძნობს?

კიმ სოკჯინ, როგორც ჩანს აზრზე არ ხარ როგორ ძალიან მიყვარხარ და რამდენს სიყვარულს იღებ ჩემგან.

რათქმაუნდა ჯინმა ეს არ იცის. თუ ეს თაგვი ცოტანხნით მაინც შეყვიტავს სარკეში ყურებას და ჭამაზე ფიქრს და ნამჯუნს შეხედავს, მიხვდება რომ არის ვიღაც ვისაც მართლა უყვარს.

"იმას ვამბობ რომ მე რატომ უნდა ვიყიდო საჭმელი ჩემთვის, როცა სხვებს ყიდულობენ? გამოდის რომ ჩემზე არ ზრუნავენ" განაგრძო ტუქსვა ჯინმა.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now