《《 NINE 》》

1K 95 13
                                    

ჯიმინმა ინტერესით გაიხედა მარცხენა შემდეგ კი მარჯვენა მხარეს. ჯერ ნამჯუნი არ უნახავს, მაგრამ დიდი იყო იმის შანსი რომ ის სამზარეულოში შევიდოდა.

როცა დარწმუნდა, რომ ნამჯუნი ახლომახლოს არ იმყოფებოდა კარადა ფრთხილად გააღო და დაჭრილი პური გამოიტანა. მაგიდაზე დადო და რამდენიმე ნაჭერი ამოიტანა. შემდეგ სხვა კარადა გააღო საიდანაც ის გამოიტანა რაც ნამჯუნის თქმით მას არ ჰქონდა.

ჯემი.

ჯიმინმა ქილას ხელი წაავლო და მაგიდაზე დადო. უჯრიდან დანა გამოიტანა, ჯემს ამოუსვა და პურს წაუსვა.

ჯემიანი პური პირთან მიიტანა და ჩაკბიჩა. მეორედ უნდა ჩაეკბიჩა როცა ხელზე შეხება იგრძნო.

"ჰიონ შენ არ გაქვს ამის ჭამის უფლება" დატუქსა ჯონგუკმა.

ჯიმინმა უმცროსს შეხედა. "ჯონ ჯონგუკ! ვინ ჯანდაბამ გითხრა, რომ-"

ჯონგუკმა ჯემიანი პური ჩაკბიჩა.

"მე არ-"

"მადლობა, რომ ჩემს კვებაზე ზრუნავ ჰიონ" თქვა ჯონგუკმა და სახეზე იდიოტური ღიმილი აიკრა.

ჯიმინს უნდოდა, რომ ჯონგუკი გემრიელად ეცემა, მაგრამ ის ხომ მზრუნველი ჰიონია და მაკნე ზედმეტად უყვარს.

"ჰო მართლა, თე გეძებდა" თქვა უმცორსმა და ჭამა დაასრულა. შემდეგ კი მარწყვის ჯემი თაროზე დადო, ჯიმინი რომ ვერ მიმწვდარიყო.

ჯიმინმა თვალები გადაატრიალა და ოთახისკენ აიღო გეზი, რომელსაც ჰობისთან და თესთან იზიარებდა.

ოთახში შევიდა, მაგრამ იქ თე არ დახვდა. მისი ყურადღება სხვა რამემ მიიქცია.

საწოლი რომელიც ცარიელი უნდა ყოფილიყო იუნგი იწვა.

ჯიმინმა გაიღიმა. "სუბი ჰიონ! ჩემს საწოლზე რას აკეთებ?"

იუნგიმ უემოციო სახით შეხედა, შემდეგ კი ტელეფონს დაუბრუნდა.

"სუბი-აჰ! კითხვაზე მიპასუხე!" უთხრა ჯიმინმა და მისი მიმართულებით წავიდა.

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now