《 TWENTY EIGHT 》》

832 82 6
                                    

"შენი აზრით შტორმი დასრულდა? აღარ წვიმს" თქვა თეჰიონმა სანამ ფანჯარაში იყურებიდა.

ჯიმინმა მხრები აიჩეჩა. "შეიძლება"

ჯონგუკი, რომელიც ჯიმინის გვერდით იჯდა გაიზმორა. მთელი დღეა თამაშობენ.

"ჰობი ჰიონ რა დროა?" იკითხა ჯონგუკმა.

"შვიდია"

ჯიმინმა თვალებზე ხელი მოისვა. ამ ოთხმა მთელი დღე თამაშში გაატარა. თამაშობდნენ ვიდეო თამაშებს, კარტს, მაგიდის თამაშებს, ჭამდნენ ყველაფერს რაც სამზარეულოში იყო.(ჯემის გარდა)

ჯიმინმა ღიმილით ჰოსოკს შეხედა, რომელიც XBox-ში თამაშს არჩევდა.

ჰოსოკმა თავის მიქსთეიფზე მუშაობას ბიჭებთან თამაში არჩია.

"მოდი ზომბის თამაში ვითამაშოთ" წამოიყვირა თეჰიონმა.

ჰობიმ თეჰიონის მიერ მოთხოვნილი თამაში ჩართო და ჯეოსტიკები ჩამოარიგა.

"ამჟერად მე გამოვტოვებ" გამოაცხადა ჯიმინმა. "მაინც ყოველთვის ვაგებ. თამაშებში ასეთი ცუდი რატომ ვარ? და კიდევ, რატომ მაინც და მაინც ზომბები?" თქვა წუწუნით.

დღეს ძალიან გაერთო, მაგრამ იუნგი მაინც დააკლდა. ჯიმინი კარებს უყურებდა იმის იმედით, რომ იქიდან იუნგი გამოვიდოდა და დროს ერთად გაატარებდნენ.

მაგრამ ერთი მხრივ მის ჰიონს დასვენების საშუალება აქვს.

პლუს იუნგი ჰიონს ჯიმინის საწოლში სძინავს.

ჯიმინმა მუცელში პეპლები იგრძნო.

ამოიოხრა და არც კი შეუმჩნევია, რომ მისი ოთახის კარი გაიღო.

"იუნგი ჰიონ! როგორც იქნა გაიღვიძე. გვეგონა, რომ მოკვდი" თქვა ჰოსოკმა ხუმრობით.

ჯიმინმა თავი სწრაფად მიატრიალა და მართლაც, მისი ჰიონი ოთახიდან გამოდიოდა.

"კიდევ წვიმს?" თქვა ბოხი ხმით.

ჯიმინმა სწრაფად უპასუხა. "რამდენიმე საათის წინ გადაიღო. გარეთ უკვე კარგი ამინდია. ჩვენი აზრით შტორმმა უკვე ჩაიარა"

Hashtag Yoonmin Is Real (GEO Trans) Where stories live. Discover now