14.გაქრობა

2K 110 10
                                    



ანდრიამ დამშვიდობებისას მხოლოდ ის მითხრა, რამდენიმე დღით დასვენება მჭირდებაო. შემდეგ ვისაუბროთო.
არ მინდოდა შეწინააღმდეგება, ვიცი თავს დამნაშავედ თვლიდა. შევახსენე რომ ის არაფერ შუაში იყო და იქვე დავემშვიდობე მას.

სახლში მისვლისას კი მთელი ჩემი და ბექას და მარიამის ოჯახი სასტუმრო ოთახში ისხდნენ და იქაურობა დიდ სიჩუმეს მოეცვა.
შესვლისთანავე ძალიან ბევრი წყვილი თვალის ყურადღება მივიქციე.

-ტაისია-დედაჩემი დივნიდან წამოხტა და მაშინვე გულში ჩამიკრა-სად იყავი დედი, როგორ ვინერვიულე ნეტა იცოდე. ტელევიზორში რომ ცოცხალი დაგინახე მაშინ ამოვისუნთქე მთელი დღის მანძილზე. ძალიან მანერვიულე.

-მართლა ძალიან ვწუხვარ ასე რომ განერვიულეთ, მაგრამ მერწმუნეთ კარგად ვარ. ძალიან დავიღალე და გთხოვთ ოთახში ავალ.

ყველას ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ჩემი ოთახისკენ წავედი.

ვიცი, ჩემზე ძალიან ღელავდა ყველა, თუმცა არ შემეძლო მათთვის ყველა წვრილმანი მომეყოლა. ვიცოდი ეს ანდრიასთან დაშორების ტოლფასი იყო.

კარზე დააკაკუნეს, თუმცა თანხმობა არ მითქვამს, ისე გაიღო კარი. ალექსანდრე იყო.

მაშინვე ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
თავზე მაკოცა და ისევ ჩამეხუტა. ბოლოს ასე როდის მომეფერა არც კი მახსოვს.

საწოლზე ჩამოვჯექი. მან სკამი საწოლთან ახლოს მოწია და უკუღმა დაჯდა, ფეხები კი საზურგეს გარშემო გადააწყო.

-ტაისია, როდიდან ვუმალავთ ერთმანეთს რამეს? ვიცი მე ბიჭი ვარ, შენ გოგო. და მე შენი დიდი ძმა ვარ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მკაცრია, მაგრამ ისიც იცი რომ მხოლოდ შენი უსაფრთხოების გამოა ასე.
არ მინდა რაიმე საიდუმლო იყოს ჩვენს შორის. შენს თავს ვფიცავარ, თუ მე რამეს გიმალავდე. მინდა შენც ასეთი გულწრფელი იყო ჩემთან. მითხარი რა ხდება შენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც მე ჯერ კიდევ არ ვიცი.

YOU ARE SO GOLDEN.Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang