24. სამეგობრო.

2.1K 116 24
                                    




მე, ნიცა და მარიამი კაფეში ვზივართ და გემრიელად შევექცევით შოკოლადის ნამცხვარს. გარემოს უკვე დაეტყო გაზაფხულის მოსვლა. განწყობა ამინდის ნაირია. ხალხს უხარია გარეთ გამოსვლა და სეირნობა. თუ სეირნობაზე გაგიჟებული არ ხარ, როგორც არ უნდა გინდოდეს ზამთარში იმდენად ხალისიანად და დაუღალავად ვერ ისერინებ როგორც გაზაფხულს ან ზაფხულს შეგიძლია.

ძალიან მინდოდა ცოტახანს ერთფეროვანი გარემოსგან დამესვენა და დრო მეგობრებთან გამეტარებინა.
არ ვამბობ, რომ ანდრიასთან ყოფნა მომწყინდა. ეგ არასდროს მოხდება. თუმცა მინდოდა დრო ჩემი მეგობრებისთვისაც დამეთმო.

-აბა, როგორაა ჩემი სიმპატიური სიძე-ნიცა გიჟდებოდა ანდრიაზე და უკვე დაგეგმილი ჰქონდა ჩვენი ქორწილი. მან რათქმაუნდა ყველაფერი იცოდა ანდრიას მამის შესახებ და თანაგრძნობის მიზნით ორჯერ გვესტუმრა და ანდრია ნამდვილად მოიყვანა კარგ განწყობაზე.

-კარგადაა. ყოველშემთხვევაში უკეთესად. პირველი დღეები ძალიან ცუდად იყო. რაღაცას მოგიყვებით. მართლა არ მინდა ჭორაობაში ან მსგავს რამეში ჩამეთვალოს, მაგრამ მარტო ვეღარ ვინახავ ამას.

-მოყევი, ნუ ნერვიულობ. როდესაც ტვირთის მოხსნა გინდა, უნდა ისაუბრო-მარიამმა გამიღიმა და მანიშნა რომ დამეწყო.

-მოკლედ რაღაც პერიოდი ხომ იცით რომ ანდრია გადაკარგული იყო საერთოდ. მას შემდეგ რაც გაგვიტაცეს. რომ მეგონა, რომ ის საქმეებს აგვარებდა და ურთიერთობაზე ფიქრობდა, თურმე რეაბილატაციის ცენტრში იყო და მკურნალობდა. ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული.

სახეზე ორივეს გაკვირვება დაეტყოთ. მოველოდი კიდეც ამას. ანდრიასგან ეს გასაკვირი იყო.

-მოგვიანებით მითხრა ამის შესახებ-მოყოლა გავაგრძელე-ისიც მითხრა, რომ ახლა კარგად იყო და აღარ იღებდა იმ საშინებელას. თუმცა როდესაც ზურა გარდაიცვალა და მომდევნო დღეებში მე ორი საათით დავტოვე მაშინვე მიიღო ახალი დოზა. რომ მივედი მზად იყო კიდევ გაეკეთებინა იგივე. ჯანდაბა-ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, მიუხედავად იმისა, რომ ტირილის გარეშე მინდოდა ამბის ჩამთავრება-თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა და ნორმალურად ვერც კი სუნთქვადა. რომ გამოვაცალე ხელიდან მეგონა მცეხს ვუყურებდი და არა ანდრიას. შემდეგ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და მომდევნო დღეებში არც კი ვიცი რამდენჯერ მომიხადა ბოდიში. არ მინდოდა ასეთ მომენტში მიმეტოვებინა. რომ არ მიყვარდეს და ჯერ კიდევ ურთიერთობის საწყის საფეხურზე ვყოფილიყავით ალბათ არც კი განვაგრძობდი მასთან ურთიერთობას... მაგრამ რომ ვიცი, რომ ახლა გვერდში ადამიანი სჭირდება და დამხმარე სჭირდება არ შემიძლია ავდგე და მარტო დავტოვო. ვიცი საბოლოოდ დაასრულებს სიცოცხლეს.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now