25.დასასრული თუ დასაწყისი?

4.1K 171 85
                                    



-მიდიხარ და არც კი ფიქრობ იმაზე, რომ მე აქ ვრჩები მარტო, თანაც მინიმუმ ორი თვით?-ანდრია საუზმის მერე მაშინვე გავიყვანე ეზოსგან მოშორებით, სადაც არც დასახლება იყო და არც ხალხი დაიარებოდა.

-წამომყევი. ორი თვე და ჩამოვიდეთ უკან.

-ანდრია, აქ უნივერსიტეტში ვსწავლობ. ისიც არ იცი ორი თვე იქნები თუ ოთხი. მე კიდევ აქ ოჯახიც მყავს და მეგობრებიც.

-ტაისია ეს ჩემი პროფესიისთვის ძალიან კარგია და მთელი ცხოვრება იქ არ მივდივარ. შენთვითონვე მეუბნები, რომ ცხოვრება გავაგრძელო და ამასთანავე ბრაზდები იმაზე, რომ სამსახურიდან ორი თვით უნდა წავიდე?

-და ასევე მე დამტოვო აქ ორი თვით, მარტო!

გაეღიმა. ვერ მივხვდი რა აღიმებდა.

-მარტო არ გტოვებ, ამ ორი თვის განმავლობაში ყოველდღე დაგირეკავ.

-არ მინდა შენს გარეშე-ვხვდებოდი უკვე ორი წლის ბავშვივით ვიქცეოდი, თუმცა მართლა არ მინდოდა ანდრიასგან შორს ყოფნა.

-არც მე დამიჯერე, მაგრამ ისე მალე გავა ეს ორი თვე ვერც გაიგებ.

-არ გავა. ჩაიცინა და მასთან ახლოს მიმიზიდა.

-მიყვარხარ, თან ყველაზე მეტად და მინდა გამიგო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მაკედონიაში წასვლა.

-იქნება მკვლელი ძალიან საშიშია. შენ რომ რამე დაგემართოს?

-არაფერი დამემართება ტაისია.

-კარგი რა, მერაბის ხალხმა რა გიქნა და იქ რას გიზავენ საერთოდ.

- არაფერი მომივა-სიტყვები დამიმარცვლა და თავზე მაკოცა.-წამო ახლა სახლში-ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთი ღერი ამოაძვრინა. ბაგეებს შორის მოიქცია და მოუკიდა.

-აუ ორი თვე არ მინდა შენს გარეშე-ისევ გავაგრძელე წუწუნი.

-გეუბნები წამოდითქო და არ მოდიხარ.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now