21.დეპრესია?

2K 106 4
                                    



ანდრიასთვის რომ შეგეხედათ, ალბათ თქვენც განადგურდებოდით იქვე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როდესაც ასეთს ვუყურებდი მას. მთელი ათი წუთის განმვლობაში იდგა და უსასრულობას გაჰყურებდა.

-ცოტა ხნით მარტო დამტოვეთ-მე და ვიკას შემოგვხედა-გთხოვთ-დაამატა და ფანჯრისკენ შებრუნდა.

შეპასუხებას ვაპირებდი, თუმცა ვიკამ გამაჩერა და მანიშნა გავყოლოდი. ვიკას სახლი ანდრიას სახლის პირდაპირ იყო, ამიტომ რამე არასწორად თუ წავიდოდა მაშინვე გავიგებდი.
მიუხედავად იმისა, რომ ანდრიას მამას მის გაზრდაში დიდად არ მიუღია მონაწილეობა, არ ადევნებდა თვალყურს ჩამოყალიბების პროცესში და არ შესწრებია იმ მომენტს, თუ როგორ დაკაცდა ის, ანდრია მაინც ნერვიულობდა მასზე.
ალექსანდრე მამას გარეშე ალბათ ფსკერზე იქნებოდა დაშვებული. ბევრი მისი შეცდომა მამას გამოუსწორებია და ბევრჯერ ცუდი გზიდან მოუბრუნებია. ანდრიას კი გვერდით ასეთი არავინ ყავდა, თუმცა კარგად ვხედავ რამდენს მიაღწია მარტომ და სად არის ახლა.

ვიკას მაშინვე ვთხოვე ჩემთვის რამე კომფორტული ტანსაცმელი ეთხოვებინა და ისიც ოთახში გაუჩინარდა. უკან კი ჯინსის შარვლით და დიდი მაისურით დაბრუნდა. მალევე ჩავიცვი და აბნეულად სიარული დავიწყე. ვერ ვწყვიტავდი შევსულიყავი თუ არა ანდრიასთან. ნახევარი საათი სიჩუმეში გავიდა. ვიკა ფანჯარასთან იდგა და მე მაკვირდებოდა. მე კიდევ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი.

-მისმინე, ნუ ნერვიულობ. უბრალოდ ფიქრობს და აანალიზებს ყველაფერს. ცოტახანში თვითონვე შემოვა შენთან. ახლა დაჯექი და მე მოგიდუღებ ყავას.

სამზარეულოში გავედით. ვიკა ყავის მოდუღებას შეუდგა. მე კი სკამზე ჩამოვჯექი.

-იცი...-ვიკამ ორი ჭიქა და სენდვიჩები მაგიდაზე დააწყო და ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა-თავიდან მეგონა ანდრია არ გიყვარდა. შეიძლება არანაირი საბაბი არ მქონია შენგან, რომ ეს მეფიქრა, თუმცა მაინც ასე ვთვლიდი, რადგან რამდენიმე  გოგო ყოფილა, რომლებიც ანდრიას არ აფასებდნენ და მისგან მთლიან ყურადღებას ითხოვდნენ. ანდრია კი ჩემთან დაღლილი მოდიოდა და მუდმივად რჩევას მთხოვდა. მისთვის ყველაფერი კარგი მინდა. მათშორისაა ისეთი ადამიანი, რომელიც მართლა გაუგებს, ნდობას გამოიჩენს და გააანალიზებს იმ ფაქტს, რომ ანდრია მხოლოს მისთვის არაა დაბადებული. მე კი გიყურებ და ვფიქრობ რომ სწორედ შენ ხარ ასეთი, ამიტომ მინდა გთხოვო, რომ ანდრია არ დატოვო მარტო და მასთან იყავი. რამდენადაც ძნელია მისი ყურადღების მიქცევა, იმდენად ადვილია მისთვის გულის ტკენა, რადგან ამხელაა და ჯერ კიდევ ვერ აანალიზებს რომ ცხოვრება ყოველთვის ვერ გაუღიმებს და ყველა ადამიანი კეთილი არაა. 

YOU ARE SO GOLDEN.Donde viven las historias. Descúbrelo ahora