19.ამოუცნობი ოთახი.

2.2K 120 55
                                    



ნატალიას ჩემს სახლში ყოფნამ გაკვირვება და სიხარული გამოიწვია. გაკვირვება იმის გამო, რომ ასე მალე მოგვარდნენ ის და ალექსანდრე. სიხარული კი ადვილი მისახვედრია.

-ძლივს მოხვედი-ნატალი წამოხტა და ჩამეხუტა. ღმერთო რა კარგი სუნამო ესხა.

-მოულოდნელი იყო შენი აქ გამოჩენა.

-ვაიმე კაი გამახსენე, წამოდი გარეთ რა, შენი ძმის ნახვა ჯერ არ მსურს. ტელეფონს რატომ არ პასუხობ?

-მოიცადე, ალექსანდრე არ გინახავს?

-არა ველოდე სანამ გავიდოდა სახლიდან და მერე შემოვედი, მაგრამ არ დამხვდი.

-იქნებ სულ არ გასულიყო სახლიდან.

-წელიწად ნახევარი ვიყავი მასთან და ვიცი, სახლში არასდროს ჩერდება.

-კარგი იქნება ახლაც ერთად იყოთ-ნელ-ნელა ვიწყებდი გეგმის განხორციელებას.

მან სევდიანად გამიღიმა და გარეთ გამიყვანა.

-საით?-ისევ მე დავიწყე საუბარი.

-სადმე კაფეში წავიდეთ.

-ჩემს ძმას რატომ არიდებ თავს?

-ვფიქრობ პასუხი ისედაც იცი. მე ის მაინტერესებს აქამდე რატომ არ ვმეგობრობდით. რა კაი ვინმე ყოფილხარ-მაისურაძემ ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე და ხელკავით წავედით წინ.

-მოიცა, მანქანით წავიდეთ რა-დაღლილი ვიყავი და ფეხით სიარულის თავი არ მქონდა.

-კაი, ჯანდაბას.

მაგრამ არა! ვივლი ფეხით.

-უი, ახლა გამახსენდა, რომ ბენზინი არ არის ბაკში. ფეხით მოგვიწევს წასვლა.

-წამოდი მერე!

მეტროთი თავისუფლების მოედანზე გავედით და ორბელიანის ქუჩისაკენ გავუყევით გზას. ერთ-ერთ კაფეში შევედით. თბილი გარემო იყო და ხალხიც არ იყო ძალიან ბევრი.
ორივეს გვშიოდა, ამიტომ პიცა და გაზიანი სასმელები შევუკვეთეთ.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now