13.გატაცება

2K 111 24
                                    




-ანდრია კარგად ხარ?

-მაპატიე რა.  პირობა ვერ შევასრულე და ვერ დაგიცავი.

ჩვენი ისედაც დაძაბული საუბარი კარების ხმამ გაწყვიტა.

-მზად ხარ გამომძიებელო?-ისევ ის სასტიკი ღიმილი...

~5 საათით ადრე~

-ანდრია, მეჩვენება თუ ვიღაც მოგვყვება?

ანდრიამ სარკის საშუალებით უკან გაიხედა.

-დედას******, მოგვყვებიან!

საგრძნობლად მოუმატა სიჩქარეს და ბნელ ქუჩას ჩაუარა.

ჩემს წინ უჯრის მაგვარი რაღაც გადმოაღო და არც მეტი არც ნაკლები იარაღი ამოიღო.

-ანდრია, რა ჩაიფიქრე!

-თუ დაიწყეს სროლა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვისვრი მეც.

-მერაბის ხალხია?

-სხვა ვინ იქნება!

მთელი სიჩქარით ატარებდა მანქანას და თან საჭირო ხალხს უკავშირდებოდა.

ბოლოს ისე ქნა, რომ უკან ვეღარ ვხედავდი შავ მანქანას.

მისი სახლის გზისკენ წავედით.

მთელი გზა იარაღისთვის ხელი არ გაუშვია.

რომ მივედით მანქანიდან ჯერ თვითონ გადავიდა, შემდეგ კი მე გამიღო კარი.

გადასვლისას კი ვიგრძენი როგორ შემასუნთქეს რაღაც და გავითიშე.

აზრზე მოსულმა მწარე თავის ტკივილი და აუტანელი სიცივე ვიგრძენი.
დრო დამჭირდა, რომ თვალები გამეხილა და ყველაფერი დამენახა.

ნესტიან ოთახში ვიყავი გამოკეტილი.

სერიოზულად, რომელი საუკუნეა?

ანდრია გამახსენდა.
ოთახში მიმივიხედე და იქ დამხვდა.

YOU ARE SO GOLDEN.Où les histoires vivent. Découvrez maintenant