2.ერთი ნაბიჯით უკან

2.6K 123 29
                                    



-სესხი დამტკიცებულია!-ღიმილით გვახარა ქერა თმიანმა გოგონამ და ჩემი ძმა კიდევ ერთხელ აათვალიერა.

-დიდი მადლობა-ალექსანდრემაც არ დააკლო ფლირტი და თვალი ჩაუკრა.

-წამოეთრიე ალექსანდრე!-ხმადაბლა ვუთხარი და ყველა წვრილმანის მოგვარების შემდეგ ბანკიდან გამოვიყვანე.

წამით ვინანე იქიდან გამოსვლა, რადგან ნოემბრის სუსხმა მთლიანად დამიარა სხეულში.
თბილი ქურთუკში ჩავიმალე და ალექსანდრეს უკან გავყევი. ზებრა გადავიარეთ და მის შავ, პრიალა მანქანასთან მივედით. გასაღებით კარები გააღო და სწრაფად ჩავსხედით. პირველი რაც ვითხოვე გამათბობლის ჩართვა იყო, რადგან ცხვირი და ხელები საშინლად გაყინული მქონდა.

-ბექასთან მივდივარ, წამოხვალ?

-მარიამი სახლში თუა კი, ისე თქვენთან რა მინდა.

-როდიდან აღარ გვკადრულობ მე და ბექას?-ცალი წარბი აწია და ისე შემომხედა.

-უაზრო თემებზე საუბრობთ. ნეტა ოდესმე მოგბეზრდებათ იმაზე საუბარი, თუ რომელ ბარში უფრო მაგრად გაერთეთ და რომელი გოგო მოგეწონათ ყველაზე მეტად?-თვალები ავატრიალე და ჩანთიდან ჰიგიენური ტუჩსაცხი ამოვიღე.

-აი ეგ შენი საქმე არაა. ის რომ თავისუფალ დროს რაც გვისწორდება იმაზე ვსაუბრობთ არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ეგ არის ჩვენი სასაუბრო თემა.

-ბევრს ნუ ტლიკინებ რა, წავიდეთ მალე.

ყოველი შემთხვევისათვის მარიამთან დავრეკე და გადავამოწმე იყო თუ არა სახლში. დადებითი პასუხის შემდეგ კი მითხრა რომ ჩიფსები მიგვეტანა მისთვის. შეკვეთა ალექსანდრეს გადავეცი და მანაც მისვლამდე მაღაზიაში შეირბინა და ჩემი და მარიამის საყვარელი გემოსი-ყველის ჩიფსები გვიყიდა.

სანდრომ მანქანა თეთრი, ერთ სართულიანი სახლის წინ გააჩერა, რომელიც ჩვენგან შედარებით ვიწრო უბანში იმყოფებოდა. გარეთ ძალიან ბევრ ბავშვს მოეაყარა თავი და რა თქმაუნდა იყვნენ ქალების ჯგუფი, რომელსაც ცალი თვალი ბავშვებისაკენ ეჭირათ, ხოლო ცალით ჩვენ და ჩვენნაირად მოსულ სტუმრებს აკვირდებოდნენ. გამიმართლა, რომ მათ ვიცნობდი, თორემ გაჭორილი აუცილებლად ვეყოლებოდი. თუმცა ვინ იცის, იქნებ მაინც მჭორავენ.
მათ მივესალმე და სანდროს კვალს ავედევნე.

YOU ARE SO GOLDEN.जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें