1.ოცნებასთან ახლოს

6.3K 170 25
                                    

ძველი მოთხრობაა და ბევრი რამე ძალიან სულელურად მაქვს დაწერილი, მაგრამ ძალიან მიყვარს და არ მინდა, ამის გამო წავშალო ან რაიმე შევცვალო, ამიტომ როგორმე გვერდი აუარეთ ძალიან უაზრო მომენტებს 😄

***



ვცდილობდი რაც შეიძლებოდა სწრაფი ნაბიჯებით მევლო ქუჩაში. თავსხმა წვიმა იყო. ტყავის თხელი მანტო უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე სხეულზე, რომ ის სუსხი, რომელიც სხეულში მივლიდა ოდნავ შემენელებინა.

ვფიქრობ, ამ გასაუბრებიდანაც უარს მივიღებ. საბოლოოდ კი მომიწევს კრედიტი გამოვიტანო ბანკიდან და მეთვითონ გავხსნა ატელიე. მგონი თავიდანვე ასე უნდა გამეკეთებინა.

საბოლოოდ მივაღწიე ჩემს პატარა, კომფორტულ მანქანამდე და სწრაფად მოვთავსდი შიგნით. მაშინვე გამათბობელი ჩავრთე და ხელები ერთმანეთს გავუხახუნე გათბობის მიზნით. ტემპერატურის გაზრდის შემდეგ რადიო ჩავრთე. სიმღერის დასაწყისის მოსმენის თანავე სიამოვნებისგან გამაჟრიალა, რადგან სწორედ ის იყო, რისი მოსმენაც ახლა მინდოდა. მანქანის ძრავა ავამუშავე და გზაზე გავედი.

***
სახლში მისულმა გეზი სააბაზანოსკენ ავიღე მას შემდეგ, რაც მანტო საკიდზე დავკიდე და ბათინკები სახლის ფუმფულა ფეხსაცმლით ჩავანაცვლე.

ხელების დაბანის შემდეგ სამზარეულოში გავედი, სადაც მოფუსფუსე ელენე დამხვდა.

-დე, რას აკეთებ?

-მაწვნის სუპს-მან ჩემსკენ შემოიხედა, ამათვალიერა და ბოლოს გამიღიმა.

-კარგი რა, ხომ დამპირდი შოკოლადიან ბლინებს გაგიკეთებო.

-ტაისია ეგ საჭმელი არ არის, დესერტია და მაგასაც გაგიკეთებ.

-კარგი. მამა სად არის?-ფანჯრიდან გარეთ გავიხედე, რომ მამას მანქანა დამენახა, თუმცა ეზო ცარიელი დამხვდა.

-ირაკლისთან ერთად შეხვედრაზე წავიდა.

-ჩემი ძმა სადღაა?

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now