22.გთხოვ.

2K 115 10
                                    

სასტუმრო ოთახში, დედაზე ჩახუტებული დივანზე ვიჯექი, როდესაც ალექსანდრემ შემოაღო კარები. გადაღლილი სახე ჰქონდა.

-ვაჟბატონო! სად ბრძანდებოდი მთელი ღამე! ტაისიამ თუ მითხრა, რომ მარიამთან რჩება, შენ რა არაფრად  უნდა ჩამაგდო?

-ელენე, ზრდასრული ადამიანი ვარ და ჩემითაც გადავწყვიტავ როგორმე სად დავრჩე-ტონი ზედმეტად უხეში იყო.

ელენეს სახე შეეცვალა, ერთხელ შეავლო თვალი ალექსანდრეს და სამზარეულოში გავიდა.

-მეტის ღირსი ვარ შენგან-ჩუმად ამოიჩურჩულა და კარები გაიხურა.

ალექსანდრემ თავზე ხელი გადაისვა და ისიც თავის ოთახში შევიდა, კარი კი მოაჯახუნა.
დივნიდან წამოვდექი და ჩემი ძმის ოთახში შევედი.

-შენი ნერვები არ მაქვს ახლა-ხელი ამიქნია იმის მანიშნებლად, რომ ოთახიდან გავსულიყავი.

მაგრამ ამაზე არც კი მიფიქრია.

-ახლა კარგად მისმინე. ელენე. დედაშენი, რომელიც შენზეა გადამკვდარი. 19 წლის ასაკში გაგაჩინა და შენთან ერთად გაიზარდა. აი უბრალოდ თქვი რამე თუ გაუკეთებია შენთვის ცუდი. სულ იმაზე ფიქრობს როგორ გვასიამოვნოს და გაგვახაროს. შენ კიდე ამხელა ბიჭი ხარ და იმასაც ვერ ხვდები რომ ასეთ გულუბრყვილო ადამიანს უხეშად არ უნდა ესაუბრო.

-ტაისია, ცუდ ხასიათზე ვარ და ყველამ კარგად იცით, რომ მაგ დროს უნდა შემეშვათ. რატომ ვერ მივაღწიე მაგას თქვენთან?

-ასე ძნელია ელენეს წესიერად ესაუბრო?

-ნუ ერევი რა, ჩემით მოვაგვარებ ჩემს გაფუჭებულს.

-რა გჭირს ალექსანდრე?

-არ ვაპირებ ახნსას.

-რა მოხდა!-კატეგორიული ხმით წარმოვთქვი სიტყვები.

-მზად არ არის თურმე ურთიერთობის გასაგრძელებლად. თუ ჰგონია ალექსანდრე გელოვანი რამეს შეეხვეწება ცდება. კარგად იყოს.

YOU ARE SO GOLDEN.Όπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα