4.უჟმური

2.5K 127 44
                                    


ადამიანი იბადება, იზრდება, ყალიბდება და კვდება. ბოლოს ეს ბედნიერი ისტორია ცუდად მთავრდება, თუმცა დედამიწის ზურგზე ყველას მოუწევს ამ მოვლენისათვის თვალის გასწორება. რა უსამართლობაა, როდესაც შენი სიცოცხლის ხანგრძლივობას სხვა წყვიტავს. რა უსამართლობაა, როდესაც მშვიდად ვერ ხუჭავ თვალებს და ისე ვერ მიდიხარ ამ სამყაროდან. ეს ყველას არ ეხება, თუმცა მთელი გულით მიმძიმს ყველა ის ოჯახი, ვისაც ახლო ადამიანი მოუკლეს ან თავი მოიკლა. არავის აქვს უფლება თავის თავს ან სხვას სიცოცხლე ადრე მოუსწრაფოს. სერიოზულად, ეს ხომ მართლა დიდი უსამართლობაა.

***
ლექციების დასრულების შემდეგ,  მარიამს მის უნივერსიტეტში გავუარე და ერთად წავედით ჩემი ატელიესაკენ.
სამწუხაროდ მე და მარიამი ფაკულტეტების გამო ერთი და იგივე უნივერსიტეტი არ გვაწყობდა და სხვადასხვაგან მოვხვდით.

მარიამს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და არც სიმპატიური გამომძიებელი გამომრჩენია.

-არ გეგონოს, რომ სიმპატიურ გამომძიებელზე რადგან გესაუბრები, მკვლელობას არაფრად ვაგდებ. პირიქით, მთელი ღამე არ მეძინა. საწყალი კაცი, როგორ სასტიკად იყო მოკლული.

-მესმის ტაიის-მარიამი ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა-ვწუხვარ რომ ამის ნახვა პირველ რიგში მარტოს და საერთოდ რომ მოგიხდა.

-რას ვიზავთ-მხრები ავიჩეჩე და მასზე ჩახუტებულმა გავაგრძელე გზა, იმისათვის რომ ამ ცივ ამინდში გავმთბარიყავი.

ცუდი აზრი იყო მანქანის გარეშე წამოსვლა. თუმცა ალექსანდრეს არ უნდა ღამე მარტო ვიყო იმ
ადგილას, ამიტომ დამპირდა, რომ ის ან ბექა აუცილებლად გამომივლიდნენ.

-ბექამ მომწერა, დღეს მე
გამოგივლით და წაგიყვანთო-მარიამმა ტელეფონი გამორთო და ღუნღულა მოსაცმელის ჯიბეში ჩააცურა.

უნივერსიტეტთან ჩემი ატელიე ახლოს იყო და სწორედ იმ ადგილის გავლა გვიწევდა, სადაც მკვლელობა მოხდა. ძალიან დავიძაბე და წამში ამომიტივტივდა ყველა ის მოგონება, რაც გუშინ გადამხდა. ისიც გამახსენდა, რომ ჩემს თავს დავპირდი ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვიძიებდი.
როდესაც დანაშაულის ადგილას მივედი პოლიციას ყვითელი ლენტი ჰქონდა გავლებული და გადაკვეთა აკრძალული იყო.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now