8.ტაბატაძე

2.2K 123 28
                                    



ანდრია ტაბატაძე.
ყველაზე არაპროგნოზირებადი ადამიანი ვინც კი ოდესმე მინახავს. ერთ წამს ისე გეუხეშება შეიძლება აგატიროს, მეორე წამს კი ისეთ სიტყვას გეტყვის ყბა ცხრაჯერ დაბლა ჩამომდის.
სწორედ ახლა ვიყავი ასე. მიმიღია კომპლიმენტები, თუმცა ასე ძალიან არცერთს არ უმოქმედია ჩემზე. ლამაზი... წარმომიდგენია რამდენი იყენებს ამ სიტყვას აგდებულად და სინამდვილეში არც გულისხმობს ნამდვილ სილამაზეს. ანდრიასგან კი ვიცოდი, რომ ეს სიტყვა გულწრფელად იყო წამოსული. ერთი გაცნობითაც კი ეტყობოდა, რომ უბრალოდ არასდროს არაფერს ამბობდა.

პასუხი რა მეთქვა არ ვიცოდი და ისიც ჩემი დაბნეულობით ხალისობდა. ურცხვად შემომყურებდა თვალებში და იღიმოდა.

-ტაისია, ძალიან გინდა გაციება?-ფიქრებიდან ისევ მისმა ხმამ გამომიყვანა.

-კი, ძალიან-ირონიულად ამოვილაპარაკე, თუმცა ანდრიამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი სერიოზულად მიიღო.

ხელი წელზე მომხვია და მასთან ახლოს მიმიზიდა. მეორე ხელი მხარზე მომხვია და ზედ მიმიხუტა.

-კარგი, მაშინ აგისრულებ.

შინაგანად მთლიანად ვხურდი. სუნთქვა მეკვროდა და გაუსაძლისიც კი იყო ეს ყველაფერი. მეორე მხრივ კი მისი ჩახუტება ენით აღუწერელი ზენიტი იყო ჩემთვის.

ალბათ ხუთი წუთი ესე ვიყავით.  ხმას ვერ ვიღებდი და ანდრია არც ცდილობდა. კარებზე კაკუნი ატყდა, რის გამოც ანდრიას მოვშორდი.

-ჩემი და იქნება და გთხოვ გააღე რა.

უჩვეულო იყო, ანდრიას სახლის კარს მე რომ ვაღებდი, თუმცა უარს ვერ ვეტყოდი, ამიტომ კარისაკენ წავედი.

შავ ფრად შეღებილი კარი გავაღე. ჩემს წინ საშუალო სიმაღლის გოგონა იდგა. თმა გასწორებული ჰქონდა და ცისფერი ქურთუკი ეცვა.

-გამარჯობა-ღიმილით, თუმცა გაკვირვებული მომესალმა.

-გამარჯობა, მობრძანდი.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now