6. საფრთხე

2.2K 120 25
                                    

მთელი დღე გაღიზიანებული ვიყავი და კიდევ უფრო ვღიზიანდებოდი, რომ ეს ანდრიას უხეშობის გამო იყო. თავს ვაჯერებდი, რომ ასე არ იყო, თუმცა ბოლოს მაინც ვაღიარე.
ხომ შეეძლო თავისი პირადი პრობლემის გამო ჩვენთან არ ეუხეშა. უბრალოდ ძალიან ცუდი თვისებაა და ძალიან არ მიყვარს ეს ყველაფერი ადამიანებში.
ყოველთვის შემიძლია ადამიანის მინუსი პლიუსით გადავფარო, მაგრამ ტაბატაძეს პლიუსები ჯერ ვერ ვუპოვე, გარდა იმისა, რომ კარგი შესახედაობისაა.

ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა და მეც ლექციაზე მყოფმა, რომელსაც გონება ბოლომდე გაფანტული მქონდა, ანდრიას შეტყობინების წაკითხვით დავაგვირგვინე.

'დიდი იმედი მაქვს გამოძიებას შეეშვი'

ნეტა რა ამის საქმეა მე რას ვიზავ!

'შენი საქმე არაა რას შევეშვები და რას არა'-ტელეფონი დავბლოკე და მისგან მოწერილ კიდევ რამდენიმე შეტყობინებას ყურადღება არ მივაქციე.

-ტაისია რა გჭირს-ჩემს გვერდზე მჯდომმა ხატიამ ხელით შემანჯღრია.

-დაიკიდე არაფერია, ძილი არ მეყო.

-უიმე, ძილი ვის ყოფნის. ხასიათზე მოდი!

-მოვალ, მოვალ.

***
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გარეთ გავედი და პირველი რაც გავაკეთე ჩემი ატელიეს ფართის პატრონს დავურეკე. ვუთხარი, რომ ერთი თვე ვერ მივიდოდი, რაზეც ვთხოვე, რომ თანხა შეემცირებინა მაინც ქირის.
თვითონ კი მითხრა, რომ ამ თვისას არ აიღებდა, რაზეც უზომოდ მადლიერი დავრჩი.
გათიშვის შემდეგ ზარი სწორედ იმ ნომრიდან შემოვიდა, რომელიც სულ შემთხვევით დავიმახსოვრე.

-არ მცალია-არ ვაპირებდი თბილად მესაუბრა მასთან.

-უნივერსიტეტის ეზოდან გამოსვლას, არ მოცლას ეძახი შენ?-თავის დამახასიათებელი ბოხი ხმით მითხრა, სადაც აშკარად იგრძნობოდა, რომ იღიმოდა.

-რა გინდა?-გარშემო მიმოვიხედე, თუმცა ვერსად შევამჩნიე.

-პირველ რიგში, შეტყობინებებს, რომ არ ნახულობ უზრდელობაა.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now