7.მეგობარი, მეტი არაფერი.

2.2K 121 25
                                    



-დედა, მეგობარია და მეტი არაფერი. ვსო!

-კარგი, კარგი, წავალ კარტოფილს შევწვავ.

-არ მშია. ბლინები გამოაცხვე რა.

-კარგი.

დედა სამზარეულოში შევიდა, რა წამსაც ალექსანდრე გამოვიდა ჩემი ოთახიდან.

-ჩემს ოთახში რა გინდოდა მოკვდავო?-გაკვირვებულმა შევხედე.

-შენ სად იყავი ამდენ ხანს?

-კითხვა ჯერ მე დავსვი.

-ვფიქრობ, რომ შენი პასუხი ბევრად საინტერესო იქნება.

-ანდრიასთან ვიყავი, სახლში.

ვთქვი თუ არა ჩემს ოთახში ავირბინე და კარები ჩავკეტე.

-ტაისია, გააღე მალე კარები!-ალექსანდრე კარებს ხელებს უბრახუნებდა.

-ალექსანდრე რა მკაცრი ძმა ხარ, ისევ ისეთი ჩმორიკა იყავი როგორც ადრე, ეგრე მირჩევნია.

-კარგი, წავალ მაშინ დედას ვეტყვი.

-დედამ უკვე იცის.

-კარები გააღეთქო!-ტონს აუწია და მეც მომბეზრდა მისი წვალება, ამიტომ საკეტი გადავატრიალე და კარები გავაღე.

-აბა, რა გვინდაო?-კარებს ავეყუდე, თუმცა ისეთი შემოვიდა ოთახში მეც და ჩემი კარებიც თავიდან ასაწყობები გავხდით.

-ვინ არის ანდრია.

-გამომძიებელი.

სიტყვა გაიგო თუ არა წარბები შეკრა და ფანჯრის რაფაზე დამჯდარი, ჩამოვიდა და საწერ მაგიდას მიეყუდა.

-შეგიძლია ამიხსნა, რა გინდოდა გამომძიებლის სახლში?

ღრმად ამოვისუნთქე და გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი მეთქვა. ამის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი თავს ასი პროცენტით უსაფრთხოდ ვიგრძნობდი.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now