17.ალექსანდრე.

2K 108 10
                                    



ალექსანდრე.
მთელი თავისი ცხოვრება სხვის ზრუნავს შეალია. არავინ ფიქრობდა რა უნდოდა მას, როგორ გრძნობდა თავს, იქნებ მასაც სჭირდებოდა ზრუნვა.
თავს ვერ ვიტანდი იმის გამო
რომ სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვში შევდიოდი მე.
ახლაც საშინლად ვგრძნობდი თავს. განერვიულებული იყო მთელი ეს დღეები ჩემს გამო, მე კი იმის ღირსადაც არ ჩავაგდე რომ თავის დროზე მეთქვა მისთვის ყველაფერი.

-მისმინე, ყველაფერს აგიხსნი-როგორ არ მსურდა ამ გაცვეთილი ფრაზის გამოყენება, თუმცა მომიწია.

-არაფრის ახსნა არაა საჭირო. რამედ რომ მთვლიდე შენს ცხოვრებაში იმას მაინც მეტყოდი რომ კარგად ხარ, მე კი არ მომიწევდა მთელი დღე-ღამე იმაზე ნერვიულობა როგორ გრძნობდი თავს. ესაა და ეს. მიხარია, გაღიმებულს რომ გხედავ.

მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
არც კი გავაჩერე.
აი ამდენად არ ვაფასებ მის დამოკიდებულებას ჩემდამი. მიუხედავად იმისა რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ვერასდროს ვუფასებდი იმ ყველაფერს, რასაც ჩემთვის აკეთებდა. განა რას ითხოვდა? მხოლოდ გულწრფელობას. მე კი ესეც ვერ შევძელი.

არ ვიცოდი რა გამეკეთებინა რომ მისთვის დამენახებინა როგორ მიყვარდა. სხვისთვის რომ მდომებოდა ამის დამტკიცება დარწმუნებული ვარ ალექსანდრეს ვკითხავდი, ახლა კი არავინ მყავდა ვისაც დახმარებას ვთხოვდი. იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო და ჩემით უნდა მომეგვარებინა ყველაფერი.

სახლში მივედი. დედა დაფრინავდა ისე გაუხარდა ჩემი მისვლა. ვუთხარი, რომ მე და ანდრია ერთად ვიყავით. არ მინდოდა კიდევ მეწყენინებინა ვინმე. ჯერ გაურკვევლობა დაეტყო სახეზე, ცოტა შიშმაც გაუელვა, თუმცა ვუთხარი, რომ ყველაფერი რიგზე იყო და სანერვიულო არ ჰქონდა. შემდეგი კითხვა კი იყო ის, თუ როდის უნდა გამეცნო მისთვის ანდრია.

ჯანდაბა.

სამზარეულოში მე და ელენემ შევზიდეთ ციცოს გამოტანებული პროდუქტები. მალე მამაც მოვიდა. გამომკითხა რა ხდებოდა სვანეთში. მეც ყველაფერი მოვუყევი და შევატყვე როგორ ენატრებოდა თავისი მხარე.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now