12.ვიკა

2.1K 113 15
                                    

ვიწექი და ვფიქრობდი მინდოდა თუ არა ანდრიასთან ურთიერთობა.
მანამდე არ ვფიქრობდი ამ თემაზე, თუმცა ანდრიას ასეთ მდგომარეობაში ნახვამ საგონებელში ჩამაგდო.
მინდოდა ცხოვრების რაღაც ნაწილი მაინც საფრთხეში გამეტარებინა? ჯიუტი ვიყავი, თუმცა ამავდროულად მშიშარა. ვერ გავუძლებდი რომ მუდმივად დაძაბული ვყოფილიყავი. ვერც ანდრიას ვეტყოდი, თუნდაც მომავალში, რომ მისი საქმისათვის ჩემს გამო თავი დაენებებინა. მე კი არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს თავში, რომ ამის ატანას შევძლებდი. თუ ანდრიას ჩემთან რაიმე სახის ურთიერთობა სურდა, ეს აუცილებლად უნდა გაგვერკვია.

***
ტაბატაძისგან მოსულ შეტყობინებას არც მეორე დღეს მოვუსვენებივარ.

საღამოს მშობლები ჩამოვიდნენ. გამიკვირდა, როცა ნანუკას დედ-მამა და მისი პატარა დაც ჩამოვიდნენ. არ მეგონა ბექა ამ ურთიერთობას ასე სერიოზულად თუ აღიქვავდა. თუ ასეა და მართლა ძალიან უყვარს ნანუკა, მაშინ მე ბედნიერი ვარ მის გამო.
ჩემთვის მარიამის, ალექსანდრეს და ბექას გულის ტკენა ჩემს გულის ტკენასთან ასოცირდება და არ დავუშვებ, რომელიმე მაინც გულნატკენი დავინახო, რადგან ვიცი, ისინი ამას არ იმსახურებენ. მამებთან ერთად ყველა სასრიალოდ წავედით.
ქალბატონებმა უარი თქვეს, წესიერად არ შეჭამდით თქვენ და რამეს გაგიკეთებთო.
არა ისე, ელენეს საჭმელი მართლა მომენატრა....

ორი დღის გაცდენა მთლიანად ავინაზღაურე და წამითაც არ გავჩერდი, ისე ვისრიალე.
ბოლოს შიმშილმა შემაწუხა და ელენეს და ინგას ხელები დანაყრების შემდეგ მილიონჯერ ვაქე.

***
თბილისში ჩასულს ანდრიამ შევხვდეთო შემომთავაზა. დავთანხმდი, რაღაცეების გარკვევა მსურდა მასთან. ასევე თუ ვაპირებდი მასთან რაიმე ურთიერთობის დაწყებას ალექსანდრესათვის უნდა მეთქვა.
დღეს წესით ყველაფერი უნდა გამეგო, რაზეც მჭირდებოდა პასუხები.

საღამოს მომაკითხა და წამიყვანა. დედას ვუთხარი ანდრიაათქო, ალექსანდრე და მამა სახლში არ იყვნენ, რამაც სიტუაცია გააადვილა.

YOU ARE SO GOLDEN.Where stories live. Discover now