37

2.1K 199 76
                                    

(მოუსმინეთ : Taeyeon -Fine, Taeyeon - 11:11, Jeong Eunji - A love before, Chanyeol/Chen - If we love again)

* * *

-რა კარგი ამინდია, არა?

-კარგი? უბრალოდ თოვს.

-ყველაფერი კარგად მეჩვენება, როცა არ მიბღვერ.

-მოკეტე...

-არ ვხუმრობ, -დაიწუწუნა ჯონგინმა და სეჰუნის გაყინული ხელი თავის ჯიბეში ჩაჰყო, -გაითოშე. 

-არ მცივა, -ჩაიბურტყუნა ბიჭმა და თავი დახარა, -სად მივდივართ? -ჩურჩულით იკითხა და მაშინვე მოესმა ქაის ხითხითი.

-კარგია, რომ მკითხე. ძალიან მოგეწონება ის ადგილი, -გახარებულმა უპასუხა და ნაბიჯს აუჩქარა, რის გამოც, სეჰუნსაც მოუწია ასწრაფება. მისი ხელი ხომ ქაის ქურთუკის ჯიბეში იყო და ასე, ფაქტიურად, თავის თავზე მიიჯაჭვა ჯონგინმა მისი სხეული. 

მირბოდნენ, მიწაზე დაყრილ თოვლზე კი თავიანთ ნაკვალევს ტოვებდნენ. ციოდა, მაგრამ ამავდროულად სითბოც ტრიალებდა ირგვლივ. ასეთი რამ შესაძლებელია? ალბათ, როცა ორი ადამიანის გული, რომელიც სიყვარულითა გახურებული, ირგვლივ ყველაფერს ცეცხლს უკიდებს. ფიფქები უწყვეტლივ ცვივა და მორბენალების წინ თითქოს მძივებისგან შეკერილ უზარმაზარ ფარდას ქმნის, რომელიც ცდილობს, გზა გადაუღობოს მგზავრებს, თუმცა ეს არ გამოსდის, რადგან ორივე ყველანაირი ძალისხმევის გარეშე არღვევს მათ წყობას და წინ მიიწევს, ახალ გზაზე კი ახალი ფარდა ხვდებათ და ასე გრძელდება მანამ, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ აღწევენ. მართალია, სეჰუნი დილის მერე ხასიათზე არ იყო და ჯონგინისთვისაც ორიოდე სიტყვას თუ გაიმეტებდა სათქმელად, მაგრამ, როგორც კი დაინახა, სადაც მოიყვანა უფროსმა, მაშინვე გადაავიწყდა ბრაზი, რაღაც უცნაური შეგრძნება, რომელსაც დილიდანვე გრძნობდა და პატარა ბავშვივით გახარებული გავარდა წინ. ჯონგინს ამის დანახვაზე ჩაეცინა. იცოდა, რომ აქ მოსვლით აუცილებლად გაახარებდა თავის მეგობარს. 

11:11Where stories live. Discover now