19

1.8K 176 48
                                    

-როგორ ფიქრობ, უსაფრთხო ადგილას ჩავყავართ?
-საიდან უნდა ვიცოდე. 

-მეც კი არ ვიცი და მან როგორ უნდა გიპასუხოს..

-უბრალოდ ვიკითხე.

* * *

როგორც კი კრისმა ევაკუაცია გამოაცხადა და პატიმრები სასადილოში შეკრიბა, გამოაცხადა, რომ დღეიდან მიწისქვეშა კორპუსში გადავდიოდით. ამის შესახებ ჯონგინმა მითხრა, როცა ერთად საპირფარეშოს კარის გვერდით ვისხედით და სიჩუმეში ვხვდებოდით თითოეულ ბიძგს, რომელსაც ჩვენი კოლონიის შენობას აყენებდნენ გარედან. არც მას ეშინოდა, არც მე. ის ადგილიც ერთად დავტოვეთ. მიწისქვეშა კორპუსამდე ჩასაღწევად აუცილებელი იყო, რომ პატიმრების გვერდით ვყოფილიყავი, რათა ერთად გავეშვით ყველა, როგორც დიდი მთლიანი ნაკადი. ლუჰანისა და დიოს პოვნა რთული აღმოჩნდა. ხალხი ერთმანეთში ირეოდა, ზუსტად ისე, როგორც განგაშის ხმის პირველად გაგონებისას. მხოლოდ მათ ზურგებს ვხედავდი და ვერ ვცნობდი ვერც ქერას, ვერც შავგვრემანს, რადგან ასეთი აქ ძალიან ბევრი იყო. უაზროდ დავრბოდი და ხან რომელ კუთხეში ამოვყოფდი თავს, ხან რომელში, მაგრამ ჩემს ძიებას ბოლო არ უჩანდა.

-სეჰუნ! -როცა უკვე ყველა იმედი დავკარგე მათი პოვნისა, უკნიდან ნაცნობი ნაზი ხმა მომესმა, რომელიც შეუძლებელია ლუჰანის არ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ უარვყოფ მის გოგონასთან მსგავსებას, მაინც ვერ ავუვლი გვერდს იმ ფაქტს, რომ გარეგნობასთან ერთად, ხმაც კი გოგოსი აქვს. თუმცა, ეს მისთვის არ მითქვამს, რადგან, დარწმუნებული ვარ, გამიბრაზდება ან ისევ გაიბუტება. მისი ერთხელ გაბუტვა კი, ვფიქრობ, მეც და დიოსაც გვეყო. -სეჰუნ! -კიდევ ერთხელ დაიძახა და მეც მაშინვე მივტრიალდი. რა თქმა უნდა, მართალი აღმოვჩნდი. ჩემი მაღალი და ქერა მესაკნე ხალხის მასას შუაზე აპობდა და ჩემკენ მოიწევდა, მე კი ვცდილობდი, რომ როგორმე ერთ ადგილას გავჩერებულიყავი და მისთვის უფრო რთული არ გამეხადა ჩემამდე მოსვლა. 

11:11Where stories live. Discover now