27

1.7K 179 61
                                    


* * *

-არ გაგვიანდება?
-ნუ გადაგაქვს საუბარი სხვა თემაზე.

-უნდა გადავიტანო, თორემ ასე დილამდე ვისხდებით.

-ამიტომ, რომ არ ვისხდეთ, უნდა გამომართვა.

-გითხარი უკვე, რომ ფული საჭირო არ არის, ისედაც მივხედავ. ჯერჯერობით გვყოფნის რაც გვაქვს, თუ დაგვჭირდება, მაშინ მოგვეცი.

-ღმერთო, რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?!
-ჯიუტი მე არა, შენ ხარ. -წამოდგა და ხელი მხარზე ჩამოადო, -თავს გაუფრთხილდი, -მხოლოდ ეს ორი სიტყვა-ღა თქვა და შენობიდან გამოვიდა. მაგიდასთან მჯდომმა კი მძიმედ ამოიოხრა და კიდევ რამდენიმე წუთით გაჩერდა თავის ადგილას.

* * *

მეილისთან ალბათ სამ საათზე მეტი გავატარე. მთელი ამ დროის განმავლობაში სკამებიდან არ ავმდგარვართ არც მე და არც ლუჰანი. ლაპარაკითაც ბევრი არაფერზე გვილაპარაკია, მხოლოდ საათის ციფრების დანიშნულების შესახებ მომიყვა, როცა ვკითხე, ამითი დამთავრდა ჩვენი დიალოგი და დაიწყო რამდენიმე საათის ხანგრძლივობის სიწყნარე, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვა, საკმაოდ სასიამოვნო იყო. მხოლოდ ორი ჯანსაღი, სტაბილური და ერთიც მისუსტებული ორგანიზმის სუნთქვის ხმა ისმოდა მთელ ოთახში. ასეთ სიმშვიდეში დიდი ხანია არ ვმჯდარვარ და ალბათ ამიტომაც განვიტვირთე ამხელა დროის განმავლობაში. გულის სიღრმეში ლუჰანისთვის მადლობის გადახდაც მომინდა, რომ დასვენების სამი საათი მაჩუქა, თუმცა, რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქეცი. ზედმეტად უცნაური იქნებოდა ასეთი რამისთვის მადლობა მიმეხალებინა, თანაც არსაიდან, ამიტომ ჩუმად ყოფნა ვამჯობინე ბევრ საუბარს.

როცა საათზე "რვა" გამოისახა, ზარის ხმა გაისმა, არც ძალიან ხმამაღლა, არც ძალიან ხმადაბლა. მხოლოდ მაშინ დავტოვეთ მე და ჩემმა ქერა მეგობარმა მისი კამერა და დერეფანში სირბილით გამოვვარდით, დერეფნიდან კი პირდაპირ მთავარ დარბაზში შევცვივდით, რადგან ყველაფერი მნიშვნელოვანი ყოველთვის მანდ ხდება და არ აქვს მნიშვნელობა ეს განსაკუთრებული რამ -დადებითი იქნება, თუ უარყოფითი.

სასადილოში პირველები ჩვენ აღმოვჩნდით, რაც არც ერთს გაგვკვირვებია. ყველაზე ახლოს ჩვენ ვიმყოფებოდით და, შესაბამისად, დანარჩენებსაც დავასწარით მოსვლა. ადგილები მაგიდასთან დავიკავეთ გვერდი-გვერდ, ხელები ზუსტად ერთნაირად ჩამოვაწყვეთ მის ზედაპირზე და ერთდროულად ამოვიხვნეშეთ. ვინმეს, რომ არ ცოდნოდა, შეიძლება ძმებიც ან ტყუპებიც ვგონებოდით ახლა, რადგან ერთმანეთის მოძრაობებს უზუსტესად ვიმეორებდით, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. სინქრონში ვსუნთქავდით, სინქრონში ვმოძრაობდით, თვალებსაც კი ერთდროულად ვახამხამებდით და ამ ყველაფრის გამოსაკვლევად, მისგან თვალი არ მომიშორებია. თუმცა, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ერთია, -მთელი დღეა არ გაუცინია და, მგონია, რომ ისე ისეთი ლუჰანი ბრუნდება, რომელმაც ჩემი და დიოს მხრიდან არც თუ ისე დიდი სიმპათია დაიმსახურა თავის დროზე, ამისი მიზეზი კი, ისევ და ისევ, მეილია.

11:11Where stories live. Discover now