33

1.3K 176 21
                                    

-ამ თავის დასაწყისმა გაურკვევლობაში რომ არ ჩაგაგდოთ, გაიხსენეთ ის ნაწილი, როცა ჯონგინმა სეჰუნთან ერთად დაიძინა და მეორე დილით გაუჩინარდა-

* * *

როგორც კი იგრძნო, რომ უკვე გათენებულიყო და ძილისათვის დრო აღარ დარჩენოდა, ფრთხილად წამოიწია. მიწისქვეშეთში მზის სხივები ვერ აღწევდა და ამიტომ, მხოლოდ მგრძნობელობით თუ ხვდებოდა ყოველ დილით, რომ ახალი დღე იწყებოდა და საქმეს უნდა შესდგომოდა. როცა წამოჯდა, თვალი ოთახს მოავლო. ეს მისი კაბინეტი არ იყო, საწოლიც რბილად ეჩვენა, არ ჰგავდა მის ჩვეულ საძინებელს, რომელიც მხოლოდ ერთი გახეხილი ფიცრისა და პატარა ბალიშისაგან შედგებოდა. ხოლო ლოგინის უცხოობასთან ერთად, მის გვერდით წამოწოლილი სხეულიც არ იყო ის, რის დანახვასაც ელოდა. რამდენიმე წუთი მოუნდა იმის გაცნობიერებას, რაც წინა ღამით მოხდა. როგორც კი ამოუტივტივდა გონებაში ის წამები, როცა, როგორც იქნა, თავისი სათქმელი ხმამაღლა გააჟღერა, მერე კი საპასუხოდ თბილი კოცნაც მიიღო, გაეღიმა. ოდნავ დაიხარა, მარცხენა მხარეს მიძინებულ სეჰუნს დახედა, თვალებზე ჩაამოყრილი თმა გადაუწია და შუბლზე ფრთხილად აკოცა, თითქოს ფაიფურის თოჯინა იყო და ერთი ზედმეტი მოძრაობაც კი საკმარისი აღმოჩნდებოდა მის დასამსხვრევად. არ უნდოდა, რომ ძილი დაეფრთხო მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სურდა მთელი დღე აქ წოლაში გაეტარებინა, ეს შეუძლებელი იყო. უამრავი საქმე ჰქონდა, რომელთა გადადებაც ვერ მოხერხდებოდა. 

გახარებულმა ფეხები საწოლიდან გადმოყარა, ნელი მოძრაობებით წამოიწია და საკნიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, ჯუნმიონის ნახვა იყო. ჯერ კიდევ არავის ეღვიძა მთელ კოლონიაში, ამიტომ წვერებით დაძუნძულებდა დერეფანში, თან გაფაციცებით აქეთ-იქით იყურებოდა ნაცნობი ქერათმიანის ძიებაში. მისი პოვნა არც თუ ისე რთული იყო, რადგან ჯუნმიონი ძირითადად იმ უზარმაზარი კარიბჭის გვერდით აღამებდა და ათენებდა, საიდანაც ჯონგინმა ერთხელ სეჰუნი დასასჯელად გაყინულ ბაღში გაიყვანა. ამჯერადაც არ აღმოჩნდა ეს დღე გამონაკლისი და ჯონგინმა თავისი ერთგული მსახური ისევ კარის წინ ჩამოდგმულ პატარა ხის სკამზე იპოვა, რომელსაც თავი ჩაეხარა და ჩუმად თვლემდა. მასთან მიახლოვებისას ყველანაირი მორიდება გაუქრა უფროსს, ჩვეულებრივი, ხმაურიანი ნაბიჯები გადადგა და წამებში ჯუნმიონიც ფეხზე წამოხტდა. წელში ოთხმოცდაათი გრადუსით მოიხარა მისალმების ნიშნად, მერე კი გასუსული მიაჩერდა მუქკანიანს ბრძანების მოლოდინში:
-დღეიდან მინდა სეჰუნის კამერასთან ახლოს იყო, -წამოიწყო ქაიმ ბოხი ხმით და ქერამაც მაშინვე დააქნია თავი, -რაც არ უნდა მოხდეს, გვერდიდან არ მოსცილდე, მაგრამ ამასთანავე ეცადე არსად შეგამჩნიოს. თუ რამე საგანგაშო მოხდება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგეძლება გამოჩენა და მისი დახმარება.

11:11Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin