13

1.7K 203 22
                                    

ჯონგინის ერთ ხაზად მოკუმული ტუჩები, კისერზე დაჭიმული ძარღვები, რომლებიც ცოტაც და ალბათ კანიდან გამოვარდებოდნენ, შუბლზე ჩამოყრილი ჩოლკიდან ჩამომდინარე ოფლის წვეთები, ნახევრად ღია თვალები, რომლებიც შიგადაშიგ სულ მთლად ეხუჭებოდნენ, ტკივილით გამოწვეული ბგერები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მის შეკრულ ბაგეებს არ მოსწყდომოდნენ და ჩემს გარშემო შემოხვეული მუქი, ძლიერი და დაჭიმული მკლავები, რომლებიც მმალავდნენ. მმალავდნენ ადამიანისგან, რომელიც ცდილობდა, როგორმე ძვლები ჩაელეწა ჩემთვის, ჩემს მაგივრად კი ამას ჩვენს ლამაზ უფროსს უკეთებდა. სულ რამდენი ძვალი აქვს ადამიანს? ორასი? კრისმა ჯონგინს იმაზე მეტი ჩაუფშვნა, ვიდრე შეიძლება. ქაი უხმოდ იტანდა თითოეულ დარტყმას, რომელსაც ქერასგან ღებულობდა, მე კი გაქვავებული შევცქეროდი მის გამწარებულ სახეს და სიტყვასაც ვერ ვაგდებდი, რომ როგორმე ან კრისი გამეჩერებინა, ან ჯონგინი მეიძულებინა მომშორებოდა. ამის მაგივრად, უბრალოდ მისი უზარმაზარი და ძლიერი სხეულის ქვეშ ვიწექი და ვუყურებდი, როგორ ეჭმუჭნებოდა თითოეული ნაკვთი სიმწრისგან. ასე უნდა ვიყოთ, სანამ ქერა თავის ბრაზს არ გაინელებს? ასე უნდა აიტანოს ამდენი ტკივილი, სანამ უფროსი არ გადაწყვეტს, რომ უკვე საკმარისად დაისაჯა? დაისაჯა ვის გამო? ჩემ გამო. 
ღმერთო, სეჰუნ..

კოლონიამაც კი არაფერი გასწავლა და შეგძინა. 

ჯონგინის სახის შემხედვარეს, თითქოს გული სისხლით გადამევსო და აქა-იქ მტკივნეულად შეიკუჭა. მტკივა. მაგრამ რა? კრისის არცერთი წიხლი ჩემამდე არ მოდის. მაშინ რა მტკივა?  გული? და რა ნტკენს მას? ის, რომ ჩემ გამო ჯონგინი ასეთ სიმწარეს იტანს? 

-როგორც ჩანს, ჩემი დასჯის მეთოდი შენთვის ზედმეტად მსუბუქია. -შეუღრინა კრისმა, როცა წამით გაჩერდა და დაქანცულმა ამოისუნთქა ძალების თავიდან მოსაკრებად. ქაიმ წრფედ გადაბმული წარბები გაშალა და ამოიოხრა.

11:11Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon