23

1.4K 181 37
                                    

წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს ადგილი ვირტუალურად იყო შექმნილი ჯონგინის მიერ. როგორც კი უცნობი შემოვარდა და უფროსს რაღაც პულტის მოპარვის შესახებ ამცნო, ქაი მაშინვე ლანძღვა-გინებით გავარდა აქედან და მარტო დამტოვა, კარი კი დაიხურა. გასვლას ჩვეულებრივ შევძლებ? იმედია არ დაიკეტება ჭიშკარი და გასაყინად არ დამტოვებენ ამ ქარიან ბაღში, სადაც ნელ-ნელა ნიავის სიმძლავრე იმატებს, თბილი ქურთუკი კი ისე თბილად აღარ მეჩვენება, როგორც თავიდან. 

წამოვდექი, შარვალი ჩამოვიფერთხე და გასასვლელისკენ გავეშურე. ამხელა უსაზღვრო სივრცეში, რომელსაც არც კედლები ჰქონდა, ჰაერში გამოკიდებულივით ჩანდა უზარმაზარი შავი კარიბჭე ზმეოდან ცისფერი უწვრილესი ქსელებით, რომლებიც ჯონგინის ხელის შეხებისთანავე გაჩნდა. მივუახლოვდი. ფრთხილად მივადე მტევანი შუაგულში და ლოდინი დავიწყე, რომ რამე აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ ამაოდ. 

-ჯანდაბა...- ჩავიბურტყუნე და ხელი კიდევ უფრო ძლიერად მივაჭირე ზედაპირს. როგორც ჩანს, ჩემი შეხებით არაფერი ხდებოდა და მართლაც განწირული ვიყავი აქ გასაყინად. გილოცავ, ჯონგინ. დასჯა იდეალურად გამოგივიდა.  

როცა მხრები ჩამოვუშვი და გადავწყვიტე ისევ ჩემს ადგილს დავბრუნებოდი, შავი ჭიშკარი ფართოდ გამოიღო და ვიღაცის გრძელი მკლავი გამოჩნდა. ჩემს მაჯას ჩაეჭიდა თბილი ხელი და საყინულედან წამებში გამომათრია. შენობის თბილმა ტემპერატურამ მაშინვე დამიარა მთელ სხეულში. გაყინული სისხლი თავიდან ამიდუღა, ლოდებად ქცეული ლოყებიც გამიდნო და სახის ყველა კუნთი ვიგრძენი. რამდენჯერმე მოვჭმუჭნე სახე, რომ უკეთ შემეგრძნო, რომ ცოცხალი ვიყავი და არ გავყინულვარ.
-აპატიე, დაავიწყდი, -დაილაპარაკ ნაცნობმა ხმამ, თუმცა ადამიანობის ვინაობა ჩემთვის უცნობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდა ბევრჯერ მყავდა აქ ნანახი და ბევრჯერაც დავლაპარაკებივარ, მისი სახელი მაინც არ ვიცოდი, -ისეთი ამბავი შევატყობინე, რომ შენზე ვეღარ იფიქრებდა, -განაგრძო და ქურთუკის გახდაში მომეხმარა. შემოსაცმელი ჩემ მაგივრად შემოდო თაროზე და თავით მიმანიშნა, რომ მას გავყოლოდი.

11:11Where stories live. Discover now