20

1.8K 185 95
                                    

* * *

კოლონიის შენობის მიწისქვეშა კორპუსი სრულიად განსხვავდებოდა იმ ადგილისგან, საიდანაც ჩამოგვიყვანეს. როგორც კი კიბის ბოლო საფეხურს გადმოვაბიჯეთ და რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიწიეთ, თავი სრულიად სხვა სამყაროში ამოვყავით. აქაურობა ყვითელ განათებაში იძირებოდა. უცნაურია არა? მაგრამ ამისი სხვანაირად აღწერა ალბათ შეუძლებელი იქნება. კედლები თეთრი აგურის. ჩაყოლებებზე უფრო ფართო საკნები, ღია და უფრო თავისუფალი გისოსებით. შენობის ყვითელი ფერით გაბრდღვიალების მიზეზი ამ თეთრ კედლებზე მიჭედებული საშუალო ზომის სანათები იყო, რომლებიც ოქროსფრად ასხივებდნენ და მთელ სივრცეს ყლაპავდნენ. სანახავად მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყო აქაურობა და რომ არ გვცოდნოდა რა დანიშნულებაც ჰქონდა, სასახლეც კი შეიძლებოდა გვგონებოდა. 

-მგონი ღირდა კიდეც დანაშაულის ჩადენა.. -უკნიდან ლუჰანის ხმა შემომესმა და რამდენიმე წამში მისი მკლავიც ვიგრძენი ჩემს კისერზე, -ასეთ აპარტამენტებში თუ გადმოგვასახლებდნენ, უკეთესი იქნებოდა უფრო ადრეც დაგვესხმოდნენ თავს, -ჩაიხითხითა და ოთახს თვალი მოავლო. როგორც ჩანს, განათებამ მისი ყურადღებაც მიიქცია, -ისეთი შეგრძნება არ გაქვს, თითქოს .. -გაჩუმდა.

-თითქოს რა? 

-თითქოს სერიალებში რომ არის მდიდრული სახლები, ისეთ ადგილას ვართ. - აშკარად სხვანაირი წარმოდგენა აქვს სიმდიდრესა და მდიდრულ სახლებზე. აქაურობა მიწისქვეშა გვირაბს უფრო ჰგავს, უფროსწორად ასეც არის. უბრალოდ ზედმეტად შელამაზებულია. მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც სასახლეს ჰგავს და ითვისებს სამხედრო მზადებების ფუნქციასაც. შესანიშნავია. 


მეც და ლუჰანსაც რამდენიმე წამში ერთდროულად მოგვიარა ერთმა და იმავე აზრმა, რომ რაღაც გვაკლდა. უფრო ზუსტად კი - ვიღაც. ჩვენი შავგვრემანი წიგნის ჭია არსად ჩანდა. ხალხი უკვე გაფანტულიყო აქეთ-იქით და ჩემი და ქერას ადგილსამყოფელი თითქმის ცარიელი იყო. ალბათ პატიმრები თავიანთ ახალ "საძინებლებს" ათვალიერებდნენ. სავარაუდოდ, დიოც ასე მოიქცა და ახლა ჩვენს ნომერს ავლებს თავის უზარმაზარ თვალებს. 
როცა ლუჰანთან ერთად გადავწყვიტე, მას შევერთებოდი, ბრახუნის ხმა გაისმა. თითქოს უშველებელი ლოდი დაეცა შენობას. მაგრამ ეს ლოდი კი არა, ლუქი აღმოჩნდა, რომელიც ძალიან, ძალიან დიდი ხნით დაიხურა. კიბეებზე სირბილის ხმამ, რომელიც ჩამოსასვლელთან გაჩნდა მიყრუებულად, ნელ-ნელა იმატა და რამდნეიმე წუთში, ჩვენ წინ გაღიმებული უფროსი გაჩნდა. მოთხვრილი თეთრი პერანგითა და გადაფლეთილი შარვლით. მისი ღიმილი ყურებამდე იჭიმებოდა, ამის მიზეზს კი ვერ ვხვდებოდით ვერც მე და ვერც ჩემი ქერა მეგობარი, რომელიც ხან ჯონგინს უყურებდა, ხან მე. 

11:11Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum