3

2.2K 222 17
                                    

ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება საუკეთესო არ იყო, მაგრამ არ მეგონა თუ ამდენად საშინელი შეიძლება აღმოჩენილიყო. უცნობმა კაცმა ხელები მუხლებზე დამაწყობინა, მაჯებზე კი წამებში ცივი ბორკილები შემომაჭდო. მიზეზის დაუსახელებლად გადაწყვიტა ჩემი დაპატიმრება, რამაც სრულ წყვდიადში ჩამითრია. რა დავაშავე?

-არ გაქვთ უფლება წამიყვანოთ! -დავიყვირე, როცა ბორკილებზე მომქაჩა, იმის ნიშნად, რომ ადგილიდან წამოვმდგარიყავი. 

-დარწმუნებული ხარ? -წამებში ჩემ წინ რაღაც ფურცლები ააფრიალა. თვალები მოვჭუტე და მათზე მიხატულ ასოებს დავაკვირდი: "პოლიცია". ახლა კი მივხვდი, რომ ჩემი ყვირილი ამ სიტუაციაში საერთოდ უადგილო იყო. სავარძელს კიდევ უფრო ძლიერად მივეყრდენი და თავი ისევ უკან გადავაგდე. ამოვისუნთქე. არ ვიცი რა და რატომ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ..

-დედაჩემს ვერ დავტოვებ. -ჩავიბურტყუნე და თვალი მისკენ გავაპარე. ჯერ კიდევ სამზარეულოს კარსაა ამოფარებული და უდარდელად მიღიმის. ასეთს რომ ვხედავ გული მეჭიჭყნება და თითქოს სისხლის მიღებასაც წყვეტს. გული მტკივა, იმიტომ რომ არაფრით შემიძლია დავეხმარო. ვერაფერს ვშველიდი მთელი ეს წლები და ახლაც ვერაფერს ვუშველი, რადგან მივდივარ. მივდივარ ისე, რომ ამის მიზეზიც არ ვიცი. მივდივარ ისე, რომ გამოფხიზლებისას დედა ვერც კი გაიხსენებს ახლანდელ წამებს და უბრალოდ გაურკვევლობაში ჩაიძირება ზუსტად ისე, როგორც ახლა მე ვიძირები საკუთარი თავის სიძულვლში. ასეთ მდგომარეობაში თავის ამოყოფას, ისევ სჯობდა იმ წყეულ კურსებზე ჩავწერილიყავი, სახლში მოსვლას და მის მოვლას მაინც შევძლებდი.

-ვინმეს ჩააბარებ მის თავს. -ამჯერად მეორემ წამოიწყო საუბარი და ისიც ფეხზე წამოდგა. -რომ გიყურებ, ისეთი დაბნეული ჩანხარ, ვფიქრობ არ იქნება ურიგო, რომ შენი დანაშაული გაიხსენო. -ჩაახველა და ჩემ წინ დადგმულ ჟურნალის მაგიდაზე მოთავსდა. ფეხები ფართოდ გადაფარჩხა, მკლავები მუხლებზე ჩამოიწყო და წელში მოიხარა. თვალები მომაპყრო და ისე მიყურებდა, თითქოს მხოლოდ მზერით შეეძლო ჩემი სხეულის შუაში უზარმაზარი ღრმულის გამოჭრა. -ჩემს დროს ახალგაზრდობა სრულიად სხვანაირი იყო.. -განაგრძო და წინადადებას ბოლოს ოხვრაც მოაყოლა. -ბიჭებმა გოგონების პატივისცემა ვიცოდით, ახლა კი.. ახლა კი შენნაირი პატარა თავხედი ნაბიჭვრები ყველანაირ სიბინძურეს ჩადიან და ამისი საერთოდაც არ რცხვენიათ. -წამოიწია და ხელი კისერზე დამადო, მაგრად მომქაჩა და ჩვენი სახეები ახლა სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრითაა დაშორებული. -მადლობას უხდიდე დედაშენს, იმის გამო, რომ სულ რაღაც 6 თვე მოგიწევს იქ ყოფნა. მაგრამ, მთავარი ციხეში გატარებული დროის რაოდენობა და იქ ტანჯვა კი არა, შენი სინდისის ქენჯნა იქნება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვება, იმის გამო, რომ უდანაშაულო და დაუცველ გოგონას ხელები უფათურე შუა ქუჩაში. 

11:11Where stories live. Discover now