4

2.1K 220 48
                                    

აქაურობა გამოსასწორებელ კოლონიას სულ არ ჰგავდა. თუმცა, შეიძლება ყველა კოლონია ასე გამოიყურება, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ ასეთ ადგილას არასდროს ვყოფილვარ. როგორც კი კარში გამოჭრილი ფანჯრიდან თავგამოყოფილ გოგონას ჩემი ნომერი და ვინაობა დავუსახელე, კარიბჭე მაშინვე გამიღეს და ოთახშიც შევედი. 

-ფორმა გადაიცვი. -მითხრა მან და თვალებით ნარინჯისფერ ნაჭრებზე მიმანიშნა, მერე კი გატრიალდა და კედელს მიეყრდნო. 

-რას აკეთებ? 
-გელოდები. 

სხვა არაფერი მიკითხავს. ტანსაცმელი გავიხადე და ფორმა გადმოვიცვი. საშინლად არაკომფორტულია. მგონი ჭუჭყიანიცაა, რადგან როგორც კი შემეხო კანზე, მაშინვე ქავილის შეგრძნება გამიჩნდა. ჩემი ძველი, ნორმალური სამოსი გოგოს ჩავაბარე და ისიც წინ გამიძღვა ჩემი კამერისკენ. სასაცილოა, როგორ ამოვყავი ასე უცებ ამ ადგილას თავი. დილით ჩემს თბილ საწოლში გავიღვიძე, ახლა კი სავარაუდოდ იატაკზე ან ყველაზე კარგ შემთხვევაში, გაყინულ ფიცარზე მომიწევს ძილი. 


არც თუ ისე დიდი ხნის სიარულის შემდეგ უზარმაზარ დარბაზში გავედით. ოთახის შუაში ხის დიიდ მაგიდები იდგა, რომლებსაც გარშემო უზურგო გრძელი სკამები შემორტყომდათ, კუთხეში უზარმაზარი კარადა იდგა, რომლის ყველა უჯრაც ჩარაზული იყო, ამიტომ ვერ გავარკვიე რისთვის იმყოფებოდა ასეთ შეჭუჭყნულ ადგილას. მის გასწვრივ უზარმაზარი და გრძელი მაცივარიც შევამჩნია, აი, ზუსტად ისეთი,  კოლეჯის სასადილო ოთახებში რომ დგას. აქედან გამომდინარე, მივხვდი, რომ სასადილოში ვიმყოფებოდით.

-ეს სასადილოა. -შემოუტრიალებლად მომახსენა ჩემმა "წინამძღოლმა" და მაცივრის გვერდით გამოჭრილ კარში გაუჩინარდა. მეც დავედევნე და ამჯერად უშველებელ ფართობზე დავდგი ფეხი. შესასვლელიდანვე დაიწყო უწვრილესი ბილიკი. რომ არა ერთმანეთზე მიტყეპებული გისოსებიანი საკნები, ალბათ აქაურობა ყველაზე დიდ სტადიონსაც არ ჩამორჩებოდა სიდიდით. ორიოდე ნაბიჯის გადადგმისთანავე ჩემი ყურები აუტანელმა ხმაურმა მოიცვა. ყოველი კუთხე-კუნჭულიდან ისმის ვიღაცების ლაპარაკი, ზოგის სიცილი, ზოგის-ყვირილი,. ჩურჩულსაც კი შემიძლია მკაფიოდ მოვუსმინო. ხმაურთან ერთად საშინელი სუნიც მომხვდა, მაგრამ, ვფიქრობ, ამაზე წუწუნი არ ღირს. თუ მთელი ექვსი თვე აქ უნდა გავატარო, მაშინ შეგუება მომიწევს. 

11:11Where stories live. Discover now