35

1.5K 185 71
                                    

უცნობი ადამინის სხეულისთვის მკლავების შემოხვა ჯონგინს გულს ურევდა, მაგრამ იმ მომენტში სხვა გამოსავალი არ არსებობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დამნაშავე გაიქცეოდა და საბოლოოდ დაკარგავდა შანსს იმისათვის, რომ ერთ ღამეში დაემთავრებინა ყველაფერი და წერტილი დაესვა ამ კოშმარისთვის, რომლის მორევმაც ისიც და სეჰუნიც ღრმად, ძალიან ღრმად ჩაითრია. 

დამნაშავე არანაირ ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებდა. რამდენიმე წუთით ქანდაკებასავით იდგა უფროსის ხელებში, მერე კი შემზარავი, ამაზრზენი სიცილით შემოუტრიალა სახე და გაღიმებულმა ხმამაღლა დაილაპარაკა:

-მიცანი, ფარიკაობის კლუბის პრეზიდენტო, კიმ ჯონგინ? 

მისი ეს შეკითხვა და თვითონ ადამიანის სახის დანახვაც იმდენად შემზარავი აღმოჩნდა ჯონგინისთვის, რომ წამით სახე წაეშალა და სუფთა ფურცელს დაემსგავსა, მაგრამ რამდენიმე წამში ისეთი უცნაური გამომეტყველება მიიღო, რომ ამის შემყურე ჯუნმიონი კედლის უკან მიიმალა და თავი ისე გამოჰყო სამალავიდან.

-რატომ არ მიკვირს, რომ შენი გაკეთებულია ეს ყველაფერი? -ჩაიცინა უფროსმა და პატიმრის წელზე შემოხვეული ხელები ძირს ჩამოსწია.

-რატომ გამიშვი? იქნებ გავიქცევი ახლა და პულტსაც ვერასდროს ჩაიგდებ ხელში, -სიცილითვე მიუგო დამნაშავემ, რაზეც ჯონგინს დამცინავი ღიმილი გადაეფარა სახეზე და ძირს დაიხარა.
-პულტი მე მაქვს, შეგიძლია გაიქცე, -ჩამუხლულმა ამოსწია ძირს დაგდებული პატარა კოლოფი და ბიჭის თვალწინ აათამაშა, -არ გაიქცევი. ხომ თქვი "შენ კი არა, მე გიპოვეო," ამიტომ, არ გაიქცევი, -წამოდგა, შარვალი ჩამოიფერთხა და პულტის ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით კისერზე მწვანედ მოციმციმე ყელსაბამი ჩააბნელა, კოლოფი ჯიბეში ჩაიდო, უკვე გამოუსადეგარი მოსართავი მოიგლიჯა და ძირს დააგდო, მერე კი ფეხის ერთი დარტყმით მოუსპო "სიცოცხლე".

-რა აგრესიული ხარ, ჯონგინ, -ჩაიხითხითა მის წინ მდგომმა.

-ჩემს სახელს ნუ წარმოთქვამ, -შეუღრინა უფროსმა და მისკენ წაიწია. დამნაშავე ადგილიდან არ დაძრულა. როგორც ჩანს, ელოდა უფროსი როდის მოჰკიდებდა ხელს და საქმის გარჩევას დაუწყებდა. მისი გამომეტყველებით შეგეძლოთ მიხვედრილიყავით, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ ახალისებდა, საშიშროებას კი არსაიდან გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯონგინის დაუნდობლობის შესახებ ძალიან კარგად იცოდა. 

11:11Where stories live. Discover now