9

1.7K 204 18
                                    

კაბინეტში ისეთი უჰაერობაა, ცოტაც და ალბათ გავიგუდები. ამას დამატებული ჯონგინის ოდნავ გაოცებული და ეშმაკი გამოხედვა, რომელიც ჩემკენაა მომართული. თვალებს არ ახამხამებს. გადახლართული თითებიდან ნიკაპს აშორებს და ამჯერად მკლავებს თავისი მკერდის წინ აჯვარედინებს. 

-მხოლოდ ეს? 

-ჰო. მხოლოდ ეს. -ვპასუხობ ოდნავ აკანკალებული ხმით და რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ. 

-კარგი. თანახმა ვარ. სატელეფონო საუბრები უფასო გექნება, როცა გინდა, რამდენი ხნითაც გინდა და ვისთანაც გინდა. - ცბიერი ღიმილით გადაფარული სახით მომაჩერდა ისე, რომ მილიმეტრითაც არ შერხეულა თავისი ადგილიდან.

-ვისთანაც მინდა? ისედაც იმასთან ვრეკავ, ვისთანაც მინდა. -გაკვირვებული შევეპასუხე, რაზეც უფროსი მაშინვე წამოდგა და ჩემკენ გამოეშურა. 

-ვიგულისხმე ის, რომ შენს საუბარს აღარავინ მოისმენს. -ისევ ეშმკაურად ჩაიღიმა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, მე კი პირიქით, უკან დავიხიე და იმის გამო, რომ ჩემთან ზედმეტად ახლოს იდგა, წასასვლელი გზა მომეჭრა. ჩემი ზურგი კარის ზედაპირს მიეხუტა და აასე მომიწია გაშეშება. ბიჭმა ორივე ხელი აქეთ-იქით მიაყრდნო კედელს, ისე რომ არცერთი მხრიდან გასასვლელი აღარ დამრჩა. 

აქამდე მხოლოდ ერთხელ დავრეკე ჩანიოლთან და გამოდის, რომ ყველაფერს ისმენდნენ? რამდენ ამაზრზენ რამეს შევიტყობ კიდევ აქაურობაზე? კიდევ კარგი არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს, თორემ უფრო დიდ შარშიც გავეხვეოდი აქამდე.

-შეიძლება გავიდე? -თვალები ძირს დავხარე, როცა ჯონგინის ცხელმა ჰაერმა ლოყა დამიწვა. წასვლა მინდა.

-რა თქმა უნდა. -დამცინავი ტონით მიპასუხა ბიჭმა და ხელები ძირს ჩამოსწია. თავისუფლება. მეგონა გავიგუდებოდი. თითქოს მისი ასეთი სიახლოვე ჟანგბადს წვავდა და როგორც კი რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია, მაშინვე ჩავისუნთქე. -გახსოვდეს, რომ არავისთან არ უნდა დაგცდეს არცერთი სიტყვა. -დაამატა და "არცერთი" იმდენად მკაფიოდ გამოთქვა, რომ ყური მომჭრა. მხოლოდ ერთი რამ არ მესმის. რა აზრი აქვს მისი და კრისის ურთიერთობის დამალვას, თუ თითქმის მთელმა "სასწავლებელმა" იცის, რასაც აკეთებენ. სავარაუდოდ, ამისი აღიარება არ სურთ. თუმცა ეს ჩემი საქმე ალბათ უკვე აღარც არის, ამიტომ არ ვაპირებ უფრო ღრმად ჩავეძიო ამ საკითხს. 

11:11Where stories live. Discover now