14

1.6K 229 56
                                    

საკნიდან თავისუფლად გამოვედი. იმის გამო, რომ ლუჰანის დას ჩვენთან ერთად ეძინა, გასაღებების აღება არ გამჭირვებია. გისოსები ჩუმად გავწიე და დერეფანში გამოვედი. მეჩვენება თუ ჩვეულებრივზე უფრო სიწყნარეა? ასეთი სამარისებული სიჩუმე არასდროს ყოფილა აქ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ყოფნის დროს ეს არცერთხელ შემიმჩნევია. ნაცნობ ბილიკს სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი. არ მასვენებდა ის გრძნობა, რომ ახლა შეიძლებოდა ჯონგინი კრისის წიხლქვეშ ყოფილიყო გაწოლილი და ეს აუცილებლად ჩემი ბრალი იქნებოდა. გზაში რომ ჩავიფიქრდი, ისიც გავიაზრე, რომ ჩემი იქ მისვლით ქაის არაფერი ეშველებოდა, მაგრამ უბრალოდ მინდოდა მივსულიყავი და მენახა, ხომ ყველაფერი კარგად ჰქონდა, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარებოდა. სიარულისას ყოველი კუნთი მითრთოდა, ვნერვიულობდი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენი უფროსის კაბინეტამდე მისვლის გარდა არაფერი მსურდა, წამით მაინც ვითრევდი ფეხს, რადგან მეშინოდა. კრისს რომ გამოვეჭირე, ჯონგინს ალბათ იმაზე უარესს დამართებდა, ვიდრე დღეს დილით სასადილოში ქნა. 

ფიქრებში ჩაძირულმა, ვერც კი შევამჩნიე ისე მივაღწიე დერეფნის ბოლოში განთავსებულ ერთადერთ ოთახამდე, რომლის კარიც მიკეტილი იყო, ამჯერად ბოლომდე, ჩარჩოების ღრიჭოებიდან კი სინათლის სხივები მკრთალად გამოდიოდნენ და იმის შესახებ მამცნობდნენ, რომ ოთახში ვიღაც, ან ვიღაცები იყვნენ. ხელები გამეყინა და ისე დაისველდა, თითქოს ახლახანს დამებანა. რამდენჯერმე ნერწყვი ლოდებივით გადავაგორე ყელში და ისე გადავდგი ორიოდე ნაბიჯი. კარს გვერდით კედელს მივეკარი და თავი მისკენ შევაბრუნე. ოთახიდან ავეჯის ჭრაჭუნის ხმა გამოდიოდა და რთული მისახვედრი არ იყო რაც ხდებოდა შიგნით. ჩემი ვარაუდები მაშინ დადასტურდა, როცა ჯონგინის ჩახრეწილი ხმა მომესმა: "-კრის!", მის წამოძახილს ჩვენი უფროსის ბოროტი გადახარხარებაც მოჰყვა.

-უფრო ხმამაღლა.

-კრის! გამიშვი! -ჯონგინის ხმა სულ სხვანაირი იყო. ჩახლეჩილი და შიგადაშიგ ისე ტყდებოდა, როგორც ნაზი და მსუბუქი ლარნაკი შეიძლება დაიმსხვრას ძირს დავარდნისას. ვერც კი ვამჩნევდი ამ ყველაფრის სმენისას როგორ ძლეირად ვკრავდი მუშტებს, რადგან ვიცოდი, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. ჩემ გამო ახლა ისეთ რამეს აკეთებინებდნენ და უკეთებდნენ, რაც ალბათ სძულდა. არასდროს უთქვამს, რომ კრისის "სასჯელს" ვერ იტანდა, მაგრამ რამდენჯერმე, როცა მითხრა რომ ჩემ გამო დასჯიდნენ, უცნაური შეგრძნება დამეუფლა მოსმენისას. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ამას  ზიზღით ამბობდა, მაგრამ ცდილობდა არაფერი გამოეჩინა. როგორც ყოველთვის, ო სეჰუნ. ყოველთვის ყველასთვის პრობლემები მოგაქვს და არ აქვს მნიშვნელობა, შენი ნაცნობია თუ სრულიად უცხო ადამიანი, ყველასთვის ზედმეტ განსაცდელს ქმნი. 

11:11Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon