16

1.6K 189 18
                                    

*კარგი იქნება თუ თან EXO - Winter Heat-ს მოუსმენთ კითხვისას <3 *

* * *

-ხომ იცი, რომ კარგი საქციელი არ არის, როცა სხვის საჭმელს ასეთი დახამებული შესცქერი?! რამდენჯერ შეიძლება გაგიმეორო, ლუჰან? -გაღიზიანებულმა დიომ თვალები აატრიალა და ჩაკბეჩილი გამხმარი პური მაგიდაზე ჩამოდო.

-არაფერია, უკვე შევეჩვიე, რომ ჩემი საუზმე უფრო მეტად იზიდავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ ამ ქვეყანაზე. -სიცილით ჩავილაპარაკე და ჯერ კიდევ ხელუხლებელი ფუნთუშა შუაზე გადავხლიჩე. ერთი ნაწილი ლუჰანის ლანგარზე მოვათავსე, მეორე კი ჩვენს პატარა შავგვრემან მეგობარს გავუწოდე, რომელმაც უკმაყოფილო და აფორიაქებული სახით შემომხედა. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ ჩემთვისაც საჭირო იყო საკვების მიღება, მაგრამ იმის ნიშნად, რომ ეს უკვე ვიცოდი, უბრალოდ თავი დავუქნიე და ჩემ მიერ გაწვდილი პატარა საჩუქარიც მიიღო. კაფეტერიაში დღეს სიჩუმეა. არავინ ლაპარაკობს. მხოლოდ ჩვენი მაგიდიდან ისმის ლუჰანის გაუჩერებელი სიცილი და დიოს გაწამებული ოხვრა, რომელიც, რა თქმა უნდა, ქერას ასეთი კარგი განწყობითაა გამოწვეული. სამივე ჩვენ-ჩვენ საუზმეს შევექცევით და რაზე აღარ ვსაუბრობთ. გავიგე, რომ თურმე, ლუჰანს ძალიან უყვარს ფეხბურთი და სანამ აქ ამოჰყოფდა თავს, მანამდე ეზოში ხშირად თამაშობდა. უფროსწორად, სანამ მამამისისა და თავისი დის "საქებარი" ქმედებები იჩენდნენ თავს, მანამდე თითქმის ყოველ დღეს ბურთთან ატარებდა. ასეთი ისტორიების მოსმენისას, ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ გოგონას საერთოდაც არ ჰგავს და გარეგნობა ზედმეტად მაცდური შეიძლება იყოს. მისი ნაზი სიცილი, მართალია, ისევ იმ აზრისკენ მაბრუნებს დრო და დრო, რომ მასში მამაკაცური არაფერია, მაგრამ როგორც კი ლაპარაკს სერიოზულად იწყებს და თავისი წარსულიდან პატარ-პატარა ნაფლეთებს აჩენს მხოლოდ ჩემსა და დიოსთვის, მაშინ ვხვდები, რომ ჩემი ყველანაირი შეხედულება მის მიმართ აქამდე არასწორი იყო. მხოლოდ ამ ერთი საუზმისას შევძელი ამდენი რამის გამორკვევა და დასკვნა. ჩემი ქერა და შავგვრემანი მეზობლების საშუალებით ისიც აღმოვაჩინე, რომ ძალიან მყვარებია ადამიანების გამოკვლევა და მათი დეტალურად შესწავლა, რამაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გამახარა. ერთადერთ რამედ შეიძლება ამიერიდან ჩავთვალო ეს თვისება ჩემში, რომელიც საინტერესოა. ალბათ. 

11:11Wo Geschichten leben. Entdecke jetzt