17

1.6K 195 26
                                    

ყველაზე ნაკლებად ვის გამოჩენასაც ველოდი ამ ადგილას ახლა ჩემს წინ დგას და გაოცებული სახით მიყურებს. არადა, გაოცებული აქ მე უნდა ვიყო და არა შიუმინი. ხელში რაღაც დიდი უჭირავს და გაშტერებული მიცქერს. აქამდე მითქვამს, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე? განსაკუთრებით - ჩემი. თუმცა, ამას თქმა არ სჭირდება, რადგან ალბათ ყველაფერი ისედაც ნათელია. 

როგორმე რომ დამერღვია ჩვენი მზერითი კავშირი, ჩავახველე და თავი დავხარე, ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი ჩემი მეგობრისკენ. ის არ განძრეულა.

-შიუმინ, აქ რა გინდა? -როგორც კი მივუახლოვდი, მაშინვე ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ვიკითხე. უმინი არ დაიბნა და მაშინვე განათებული სახით მომიგო:

-შენს სანახავად მოვედი და რაღაც მოგიტანე. -მაღლა ზემოთ ნახსენები რაღაც დიდი ასწია და ჩემ თვალწინ გააქნია. საინტერესოა რა მოიტანა ან აქ როგორ შემოვიდა. კრისმა თუ გაიგო ან დაინახა, რომ უცხო პირი ჩვენს სასადილოში იმყოფება, არც ერთს არ გვაცოცხლებს, -მარტო არ ვარ. -დააყოლა ბიჭმა და შემოსასვლელისკენ გაიხედა, საიდანაც კიდევ ორი ნაცნობი ფიგურა გამოიჭრა და მალე ჩემ გვერდით სიცარიელე შეავსო. ორი წითელი თავი, ერთი დაბალი, ერთიც გამხდარი სხეული, ერთი სწორ ფეხთა წყვილი, მეორე კი დაღუნული. 

-სეჰუნნი! -გვერდიდან ბექჰიონის ნაზი ხმა ჩამესმა და მალევე ვიგრძენი მისი თხელი მკლავები ჩემს კისერზე. როგორც პირველი სტუმრობისას, ზუსტად ისე ჩამომეკიდა. უბრალოდ, წინანდელისგან განსხვავებით, ახლა ჩანიოლი დაბღვერილი არ გვიყურებს და თვალებით არ გვჭამს, -როგორ მიხარია შენი ნახვა. -დაიკნავლა წითურმა და ლოყა ლოყაზე გამიხახუნა. მისი თბილი კანი ჩემს ყინულს როგორც კი შეეხო, მთელ სხეულში სითბომ დამიარა. ეს ალბათ ბექჰიონის განსაკუთრებული ძალაა. ყველგან ბედნიერება მოაქვს და ყველას კარგ ხასიათზე აყენებს. მისი თვალებიც კი სინათლეს ასხივებენ და ზოგჯერ, რომ ვფიქრობ, არ მიკვირს ჩანიოლმა რატომ აირჩია ის, რასაც თვითონ ბექჰიონზე ვერ ვიტყვი. რა მოეწონა ერთ გაბურძგნულ, წითელთმიან და ფეხებგაღუნულ გორილაში, რომელიც გაუჩერებლად იბღვირება და გაუცინარი ხელმწიფესავით ბუდობს თავისი სახლის დაფლეთილ დივანზე. ალბათ ვერ მივხვდები. თუმცა, აქ ყოფნისას ბევრი დრო მაქვს საფიქრელად და ვინ იცის, იქნებ ამდენი თვის განმავლობაში ამ კითხვაზეც ვიპოვო პასუხი. 

11:11Where stories live. Discover now