-გასაგებია, -შემართებით წამოიძახა ჯუნმიონმა და ისევ ოთხმოცდაათი გრადუსით მოიხარა წელში, -ახლავე შევუდგები საქმეს.

-და ჰო, -სანამ იქაურობას დატოვებდა, დაამატა, -დღეს გვიან დავბრუნდები.

საინტერესო იყო, სად მიდიოდა და ვისთან შესახვედრად მიიჩქაროდა ჯონგინი, როცა, თითქოს კოლონიაში მხოლოდ სეჰუნის გამო-ღა ჩერდებოდა. არსებობდა ვიღაც, ვისი ნახვაც ახლა ძალიან სურდა, რადგან საჭირო იყო იმ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც დიდი ხანი უტრიალებდა გონებაში. მთელი გზა თოვლს შეუპოვრად აპობდა შუაზე უზარმაზარი მძიმე ბათინკებით, ხელებს ჯიბეებში მალავდა, პირს შარფში, თვალებს კი წამში ათჯერ მაინც ახამხამებდა, რომ წამწამებზე დაყრილი თოვლის ფანტელები როგორმე ძირს ჩამოეყარა. სავალი, როგორც ჩანს, დიდი იყო, რადგან ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა, კოლონია კი მისგან საკმაოდ შორს იყო. ქალაქის ცენტრი მდიდრების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. დედაქალაქის შუაგულში მთელი ელიტა იკრიბებოდა. ადამიანები, რომლებიც ასეთ საშინელი ომიანობის პერიოდშიც კი უდარდელად ცხოვრობდნენ, არ ანაღვლებდათ, რომ მათ გარშემო სხვა მოქალაქეები შიმშილით იხოცებოდნენ, არ აღელვებდათ, რომ ასეთ სიცივეში ზოგს გათბობის საშუალება არ ჰქონდა და ცოცხლად იყინებოდა, მათთვის ასეთი რაღაცები უცხო იყო. ომიანობამ იმდენად შეუჭამა ყველას ადამიანობა, იმდენად დაუბინძურა სული, რომ საბოლოო ჯამში, ჯონგინის დასკვნით, მთელი სამყარო უბრალოდ მოკვდა. არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ ჰქონდა აზრი, არ ჰქონდა დანიშნულება და ამიტომაც მიაჩნდა, რომ უმოძრაო გარემოში უწევდა ცხოვრება, თითოეული პიროვნება კი მხოლოდ და მხოლოდ მოსიარულე ლეში იყო და სხვა არაფერი. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა კოლონიაში მუშაობა. მას უკეთესი მომავლისთვის უნდოდა ბრძოლა, სურდა ისეთი სამყარო შეექმნა, სადაც არავინ დაზიანდებოდა, ყველას ექნებოდა თავს ზემოთ სახურავი, სახლში კი - სითბო, თუმცა ამის მაგივრად, იგი მთავრობის მორიგი მსხვერპლი და სათამაშო აღმოჩნდა, მისით მანიპულირება ისევე მოხერხდა, როგორც სხვა დანარჩენი მოქალაქეების, გამოიყენეს, როგორც ჭადრაკის ფიგურა, რომელიც სხვისი მითითებებით დგამს თითოეულ ნაბიჯს და სწორედ ამ დროს, გამოჩნდა სეჰუნი, რომელმაც ისვე გაუღვიძა ის მიძინებული სურვილი, რომ ყველაფერი როგორმე უკეთესობისკენ შეეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ საკმარისი ძალები არ გააჩნდა. ჯონგინს სძულდა მთელი ქვეყანა, სძულდა მთელი სამყარო იმის გამო, რომ იძულებული გახდა მოშორებულიყო ადამიანს, რომელიც ძალიან უყვარდა, იძულებული გახადა შექმნილმა მდგომარეობამ, რომ ნიღაბი გაეკეთებინა და თავი იმად მოეჩვენებინა, ვინც სინამდვილეში არ იყო. მას სძულდა "ქაი" და სეჰუნის გამოჩენის დღიდან გაუჩნდა სურვილი მისი ამ ნაწილის წაშლისა, რომელიც არც თუ ისე ადვილი ამოცანა გახლდათ შესასრულებლად.

11:11Où les histoires vivent. Découvrez maintenant