-ღმერთო, ახლა რაღა მოხდა... -უეცრად ვიღაც უცნობის ხმა შემომესმა, რომელსაც უზარმაზარი ბრბოს ჩოჩქოლიც მოჰყვა. ეს იმისი ნიშანი იყო, რომ ხალხი შეგროვებას იწყებდა ჩვენ ირგვლივ და სჯობდა პირველ რიგებში გადავმსხდარიყავით, რომ წინანდელივით უკან არ აღმოვჩენილიყავით და მესაკნეების ფეხებქვეშ ძრომიალი არ დაგვჭირვებოდა.

ხალხთან ერთად, სულ ბოლოს, ჩვენი ქერა უფროსიც შემოვიდა, რომელმაც მკაცრი და ცივი მზერა პირდაპირ ჩემი და ჩემი მეგობრისკენ ისროლა. სავარაუდოდ, ახლა ისევ ჯონგინის ადგილ-მდებარეობას იკითხავდა, ის კი ისევ არ ჩანდა და ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ აუცილებლად დავისჯებოდით, არა მხოლოდ მე და ლუჰანი, არამედ მთელი კოლონია. მათ ხომ მხარი აგვიბეს.

კრისი ჩვენ წინ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, დადგა და რამდენიმე წამი იქ მყოფთა თვალიერებას დაუთმო, მერე კი ხელები გაათავისუფლა და მკერდთან გადაიჯვარედინა, ჩაახველა და გაისმა ის კითხვა, რომელსაც მე და, ალბათ, ლუჰანიც მოელოდა:

-სად არის ჯონგინი?

-ხომ ვთქვით უკვე, რომ საყიდლებზეა. -აკანკალებული ხმით მიუგო ქერამ და ზურგსუკან ხელი ძლიერად მომიჭირა. კრისმა მაჯის საათს დახედა და თავი აქეთ-იქით უკმაყოფილოდ გააქნია.

-ცხრის ოცი წუთია, -ღიმილიანი სახით წარმოთქვა, თუმცა, ეს ღიმილი ზიზღისა და გულის რევის მეტს არაფერს იწვევდა ჩემში. იმდენად ამაზრზენი გამომეტყველება ჰქონდა, მისი სუნთქვაც კი გამაღიზიანებელი ხდებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა კრისის სხეულს ვათვალიერებ, თვალწინ მხოლოდ ის სცენა წარმომიდგება, რომელიც კოლონიაში ჩარიცხვისას ვნახე: როგორ ჰყავდა კედელზე აკრული ქაი და ყელს უღადრავდა, ზუსტად ისე, როგორც ცხოველი, ჯონგინი კი თმაზე ექაჩებოდა, გაოფლილ თმას, თავის გვერდებზე ქნევით, აქეთ-იქით იყრიდა, რომ თვალებში არ ჩასვლოდა, პირიდან კი არაადამიანური ხმები ამოსდიოდა და მხოლოდ სუნთქვის შორის, ნაწყვეტ-ნაწყვეტ თუ შეიძლებოდა იმისი გაგება, რომ შველას ითხოვდა და ქერას გაჩერებას ევედრებოდა. კრისი კი ყურსაც არ იბერტყავდა და მის ცოცხლად ჭამას განაგრძობდა. მართალია, კარსუკან სულ რაღაც წუთი, არც კი, ვიდექი, ბნელოდა და ღრიჭოც ძალიან ფართო არ იყო, მაგრამ ეს სანახაობა იმდენად ღრმად ჩამრჩა გონებაში, რომ კრისის შეხედვისას ყოველთვის მიტრიალდება კადრები თვალწინ.

11:11Where stories live. Discover now