-ასეთი რა უთხარი? -დავინტერესდი და მის გვერდით ავიტუზე.

-პულტი მოიპარეს. ძალიან მნიშვნელოვანი პულტი მისთვის, რომელსაც მხოლოდ კრისს ანდობს, -მომიგო ნაზი ხმით. -უფროსწორად, კრისისა და ქაის საკუთრება ერთდროულადაა ეს პულტი. რატომ, ამას ვერ გეტყვი. უფლება არ მაქვს. -შემობრუნდა და თბილად გამიღიმა. ჩვენი პირველი შეხვედრისას სულ სხვანაირი შთაბეჭდილება დამიტოვა. მიბღვერდა, წიხლებსაც მირტყამდა როცა მანქანიდან გადმომათრია და ბოლოს საკნამდე მისასვლელად მარტო დამტოვა, ახლა კი ისე მიცინოდა, თითქოს სიკვდილისგან ვიხსენი და მთელი თავისი ცხოვრება ჩემს გაღმერთებაში გატარებაში ჰქონდა დაგეგმილი. 

-გასაგებია...-წამოვიწყე, მაგრამ პირველი სიტყვის ბოლოსვე გავჩუმდი. მინდოდა სახელით მიმემართა, რაც არ ვიცოდი.

-ჯუნმიონი. ჯუნმიონი დამიძახე. -ისევ გამიღიმა და მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

-გასაგებია, ჯუნმიონ. მეტს აღარაფერს გკითხავ მაშინ. 

ამ წინადადებით დასრულდა ჩვენი დიალოგი. მთელი გზა სიჩუმეში გავიარეთ. ავიარეთ უგრძესი კიბეები, რომლებმაც ისევ პირველ სართულზე აგვიყვანა. როგორც ჩანს, ჩვენი გაკვეთილი დღეისთვის დასრულებულია.

როგორც კი პირველ პლატფორმაზე დავდგით ფეხი, მაშინვე განგაში ჩაირთო, რაც ჯუნმიონს არ გაჰკვირვებია. რატომ?
"ყველა პატიმარი შეიკრიბოს მთავარ, სასადილო დარბაზში! ახლავე!" 

ჯონგინის ხმამ მთელ შენობაში გაიჟღერა იმდენად ხმამაღლა, რომ მეგონა ცოტაც და ყურებიდან სისხლი წამსკდებოდა. ტონზე ეტყობოდა გაცოფებული იყო. მიკოროფნში ამ ერთი წინადადების თქმისას ასჯერ მაინც ამოიხვნეშა და მისი სუნთქვაც ძალიან მკაფიოდ მოისმა. ჯუნმიონმა მსუბუქად დამკრა მხარზე ხელი და მთავარი დარბაზისკენ წაიწია, როგორც ბრძანეს. მეც უკან გავყევი.

11:11حيث تعيش القصص. اكتشف الآن