-როგორ მოგწონთ აქაურობა? -ომახიანად წამოიძახა უფროსმა. 

-ძალიან კარგია. -ლუმაც არ დააყოვნა და მაშინვე ყვირილითვე უპასუხა, რაც, როგორც შევატყვე, ქაის ძალიან ესიამოვნა და მისი ღიმილი კიდევ უფრო დიდზე გადაიჭიმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცოტაც და ალბათ ყბას გაიხევდა. 

-სეჰუნ, შენ? -ამჯერად ჩემკენ გადმოიტანა ყურადღება და გაბრწყინებული თვალებით მომაჩერდა. ნერწყვი, როგროც ქვა, ისე გადამისრიალდა საყლაპავში. მისი ასეთი უეცარი მზერა დამაბნეველი აღმოჩნდა, მაგრამ რატომ -არ ვიცი. 

-მეც მომწონს. -ხმადაბლა წარმოვთვი და ლუჰანისკენ მივტრიალდი, - წავიდეთ აქედან. დიო მოვძებნოთ, -ჩავჩურჩულე და მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. თუმცა, ჩვენი გეგმა წამებში დაიმსხვრა. ჰო, დაიმსხვრა, რადგან შენობაში უზარმაზარი ფიგურის პატრონი შემოვიდა და ჯონგინის გვერდით გაჩერდა. 

-დანარჩენები სად არიან? -ჩვეული უხეში ტონით იკითხა კრისმა და აქეთ-იქით მიმოიხედა. 

-საძინებლებს ათვალიერებენ! -შესძახა ლუჰანმა და წელში ოთხმოცდაათი გრადუსით მოიხარა. 

-ახლავე აქ მოვიდნენ. 

ამისი თქმა და ჯონგინის ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო. ბიჭი იმდენად სწრაფად გავარდა დერეფანში, რომ ძლივს მოვასწარი მისი მოძრაობების შემჩნევა. კრისი ქაის, როგორც მონას ისე ამყოფებს, როგორც კაცი უპატრონო ძაღლს, რომელსაც ქუჩაში იპოვის და შემდეგ მის გაწვრთვნას ცდილობს. ჯონგინი ხომ ცხოველი არ არის? კრისის ბრძანებები მფრინავი თეფშივითა მისთვის, რომელსაც ძაღლებს ესვრიან იმისთვის, რომ შემდეგ ისევ პატრონამდე მოიტანონ. გამოდის, რომ ქაი - ძაღლია, კრისი კი ბოროტი პატრონი. 

სანამ ჩვენი ლამაზი უფროსი ხალხთან ერთად დაბრუნდებოდა, მანამდე მეც, ლუჰანიც და კრისიც ჩუმად ვიდექით ჩვენს ადგილებზე. როგორც ჩანს, დღეს არ იყო წვალების ხასიათზე ქერა და ამიტომ ხმას არ იღებდა, ელოდებოდა მისი "მონა" როდის დაბრუნდებოდა პატიმრებთან ერთად და შესაბამისად მე და ჩემი მესაკნეც გაუნძრევლად, სუნთქვაშეკრულები ვუცქერდით მის გრძელ და თხელ ფიგურას. მიმუხედავად სიგამხდრისა, ვიზუალურადვე ეტყობოდა როგორი ძალაც ჰქონდა. სხეული ჩამოთლილი, ძალიან გამხდარი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლიერი. ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თვალის ერთი შევლებით მისი ფორმები. ლუჰანისკენ რომ გავიხედე, შევამჩნიე, ისიც როგორ დაკვირვებით იკვლევდა უფროსის გარეგნობას და ჩამეღიმა. ასეთ დროს პატარა ბავშვს ჰგავს, -მგონი მოდიან. -უეცრად ჩაილაპარაკა და კრისზე მიყინული თვალები სწრაფად დაახამხამა. ჩემკენ შემობრუნდა და წარბები შეკრა, -ხელი ჩამკიდე, თორემ ისევ დავიკარგებით. -ჩემს მტევანს ძლიერად ჩაეჭიდა და თითები ჩემებს შორის თავისუფალ ადგილებში შეაცურა. რა თბილია.

11:11Where stories live. Discover now