-დროზე გაიქეცით რეგვენებო! -მთელი სივრცე ჯონგინის ღრიალმა დააყრუა. მისმა ხმამ განგაშის ყმუილიც კი გადაფარა. ერთი წამით ყველას დაავიწყდა ის, რომ სავარაუდოდ საფრთხე გვემუქრებოდა და ცოტა ხნის წინ ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევდნენ, რომ როგორმე გაეღწიათ აქედან, -რას მიყურებთ, ჩქარა გარეთ! სასადილოში! ახლავე! - ისევ დაიყვირა ჩვენმა უფროსმა და ადგილიდან ოდნავ გადაბარბაცდა. ჩემს მაჯაში ჩაჭიდებული თითები უფრო ძლიერად შემომხვია და მთელი ძალით გამომქაჩა ისე, რომ ლუჰანს საერთოდ დამაშორა, -გაჰყევი შენც, ნუ დგახარ აქ. -ხრინწიანი ხმით დაილაპარაკა და ქერას თვალი თვალში გაუყარა. მანაც შეშინებულმა ჩააქნია თავი და მაშინვე გაიქცა. ლუჰანს მიჰყვა დანარჩენი განყოფილებაც. იმდენად სწრაფად დაიცალა აქაურობა ქაის ბრძანების შემდეგ, თითქოს გასასვლელი მხოლოდ ორი ადამიანი იყო და არა მთელი ჯგრო. ვიცოდი, რომ მართლაც ძალიან დიდ საფრთხეში ვიყავით, იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ამბავი დატრიალდა მთელ კოლონიაში, თანაც ჯონგინი თავიდან ფეხებამდე სისხლში ამოთხვრილი მედგა წინ და ამის გამო უნდა გავქცეულიყავი, დავწეოდი სხვებს და მეც სადმე შევკვეხებულიყავი სასადილოს რომელიმე კუთხეში, მაგრამ არა - ჯონგინს ჩემი მაჯა ეჭირა და ერთი წამითაც არ გამიფიქრია იმაზე, რომ ახლა უნდა გამომეგლიჯა ხელი და აქ დამეტოვებინა. თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი მის გვერდით, ვიდრე ალბათ სხვებთან.

-რა ხდება? - როგორც იქნა განგაშის ხმა შეწყდა და მთელ შენობაში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. მთელი განყოფილება სასადილოში იყო უკვე და კრისი ალბათ მიხვდა, რომ ამ დამაყრუებელი ხმაურის სმენის საჭიროება აღარ არსებობდა.

-საპირფარეშომდე მიმიყვანე. - ქაიმ ის ხელი, რომლითაც ჩემს მკლავს ებღაუჭებოდა, კისერზე გადამადო და მთელი სხეულით ჩამომეკიდა. კვანძი. ის კვანძი, რომელიც მუცელში უკვე ბევრჯერ შემეკვრა აქამდე, ისევ გადაიხლართა ჩემს მუცელში მისი ასეთი სიახლოვის გამო. სუნთქვა უფრო მიჭირს და არ ვიცი რა მოვიმოქმედო.

11:11Where stories live. Discover now