-მთავარია თქვენი დანაპირები შეასრულოთ. -მეც მივუგე. ოთხმოცდაათი გრადუსით მოვიხარე და ოთხიდან გამოვედი. 

ჰაერი.

არის რაღაც ამ ადამიანში ისეთი, რაც მას ძალიან უცნაურს ხდის. ჰო, ჩვენს ლამაზ უფროსზე ვამბობ(როდის მერე ვეძახი ასე?..). არის რაღაც ისეთი, რაც მთელ განყოფილებას აშეშებს და არა მხოლოდ მე. ეს კიდევ ერთხელ გავაანალიზე მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნისას, თანაც ასეთ ჩაკეტილ და მოცუცქნულ სივრცეში. ისეთი აურა აქვს, რომ ირგვლივ ყველაფერს შთანთქავს. ალბათ ამიტომაც ეშინია ყველას. ყველას, ჩემი ჩათვლით. მხოლოდ მასთან დაშორებისას და დერეფანში გამოსვლისას ვიგრძენი, რომ ჰაერის უკმარისობასთან ერთად, ფეხებიც მიკანკალებდა. აღარ ღირს ამაზე ფიქრი, რადგან ჩემი მოთხოვნის შესახებ უკვე იცის. 

ჩავისუნთქე და სასადილოსკენ გამოვბრუნდი. როგორც აღმოჩნდა, ჯონგინის კაბინეტი ჩვენი დასაპურებელი ადგილიდან ძალიან შორს არ ყოფილა, ამიტომ ხუთი წუთიც არ დამჭირვებია იქამდე მისასვლელად. მეგონა დიო და ლუჰანი იქ დამხვდბოდნენ, მაგრამ-არა. მთელი დარბაზი ცარიელი აღმოჩნდა. სხვა რა გზა მქონდა, საკანში უნდა დავბრუნებულიყავი. ჩემდა გასაკვირად, არავინ მომვარდნია და ძალით წავუთრევივარ ჩემს "ოთახამდე". ალბათ იმიტომ, რომ იცოდნენ სადაც ვიყავი და ვახშმის გამოტოვება, რომელსაც ისედაც არ ვჭამდი, საპატიოდ ჩამითვალეს. დღეს ლუჰანის იღბლიანი დღეა. ალბათ ჩემი ულუფაც შეთქვლიფა და კმაყოფილი, ამოყორილი მუცლით გორავს ახლა ბეტონზე გაშლილ ლეიბზე. 
სასადილოში გამოჭრილ კარებში გავიარე და გისოსებით გადაფარულ სივრცეში აღმოვჩნდი. მეორე დღეა აქაურობას ვხედავ, ამიტომ არანაირი რეაქცია ან ემოცია აღარ მქონია, როცა ფეხი ამ ამაზრზენ სივრცეში შემოვდგი. სწრაფი ნაბიჯებით გავიჭერი წვრილ ბილიკზე და "93-94-95"- აბრით დანომრილ საკანს მივუახლოვდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კარი ღია დამხვდა. ლუჰანი, როგორც ვიწინასწარმეტყველე, სავსე კუჭით ბორგავდა საწოლში. მგონი სძინავს. დიოც მის გვერდით წევს, მაგრამ სახე ჩემკენ აქვს და დაჭყეტილი თვალებით მიყურებს.

11:11Where stories live. Discover now