ეპილოგი

141 10 7
                                    

2021 წლის სექტემბერში დავწერე პირველი თავი. მაშინ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ვოცნებობდი გვერდში ვინმე მყოლოდა. ამიტომ შევქმენი ავრორა. თავიდან პირველი თავი უბრალოდ ნაწერი იყო, რომელმაც დამეხმარა
დროებით პრობლემისგან ყურადღება გადამეტანა. თუმცა მოგვიანებით ნაწერი უფრო მიმზიდველი გახდა და უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე. ცოტა დავამუშავე, შევცვალე და გავაგრძელე. ამის შემდეგ დავდევი პირველი თავი 2021 წლის 16 ნოემბერს. ნახვები ჰქონდა და წერის სურვილიც მომემატა. ვწერდი და სრულიად სხვა სამყაროში გადავდიოდი. როცა პირველი თავი ავტვირთე ბედნიერ დასასრულს და პარიზში მათ ქორწილს ვგეგმავდი.... მაგრამ რაც დრო გადიოდა მით უფრო ცუდად ვხდებოდი და საბოლოოდ ჩემი ტკივილი აქ ჩავაქსოვე. ემილის კარგად მესმის, რადგან ვიცი როგორი შეგრძნებაა ჩალურჯებული სხეულით ძილი, დაცინვა ან თუნდაც სისხლის გუბეში დგომა. მეც ვიყავი სექსუალურად შევიწროების მსხვერპლი, 14 წლის ასაკში, ქალის მიერ, მაგრამ ამას სხვებთან ვერ ვამბობდი, რადგან მეგონა ვაზვიადებდი. მეშინოდა, რომ ხალხი დამცინებდა, მეშინოდა, რომ არავინ დამიჯერებდა. საბოლოოდ საკუთარ თავს ის დავაჯერე, რომ ეს მე თვითონ მსურდა. ემილის უნდა გაუგოთ, მან ბევრი რამ გადაიტანა, ბევრი გამოიარა და ბავშობა რომელიც მას უნდა ჰქონოდა გაუნადგურენ. თინეიჯერობის წლები კი ჯოჯოხეთად უქციენ. ვწუხვარ თუ გატკინეთ, მაგრამ ხანდახან ადამიანებს გვიჭირს გავუშვათ წარსული. ისინი გვითრევენ შიგ და გვეხვევიან მთელ სხეულზე, გვაიძულებენ, რომ ისინი ჩვენი ნაწილი გახდენ და სიკვდილის კარებამდე ჩვენთან იყვნენ. თუმცა ხანდახან ეს სწორედ ჩვენ ვართ ვინც წარსულს ეჭიდება და მათ არ უშვებს. შეიძლება გავაგრძელოთ ცხოვრება, ვიცინოთ, ვიმოგზაუროთ, შევიყვაროთ, მაგრამ წარსული მაინც ვერ გავუშვათ. ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის გამო ვინც ემილის ისტორიის ერთ პატარა ნაწილს მაინც იზიარებს! ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის გამო ვისაც თავისი ისტორია აქვს! ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის გამო ვისაც გვატკინეს! უკეთესი დავიმსახურეთ, დაიმსახურეთ და ასეც იქნება!

არც მე მსურდა მათი ასეთი დასასრული, რადგან ორივემ დაიმსახურა ბედნიერება. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ დადგება დრო როდესაც ისინი ერთ დღესაც ისევ შეხვდებიან❤️

if u need some help or just talk, i am here❤️
write me anytime on my insta❤️
_lee_haneul

მიყვარხართ და მშვიდობიან, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ🫂❤️




                       სიყვარულით  

from so yeon

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now