6

507 29 2
                                    

სწრაფად ჩავირბინე და გზას გავუდექი. სამწუხაროდ მაღაზია ახლოს არ არის. სადღაც 5-8 წუთის სავალზეა- "ნეტა მეტი ახლო რა მინდა" ჩუმათ ჩაიბუტბუტა ტელეფონში-ხოდა რას ვამბობდი? ხო! რვა წუთიანი გზის შემდეგ როგორც იქნა მივაღწიე მაღაზიამდე. ჩემი ნახევრად მძინარე სიფათით კარების გაღება და შესვლა მინდოდა, მაგრამ კარებზე გაკრულმა განცხადებამ შემაჩერა. საერთოთ განცხადებებს ყურადღებას იშვიათათ ვაქცევ, მაგრამ სამსახურს მოვკარი თვალი ამიტომ მეთქი წავიკითხავ. ხომ იცი სამსახური მჭირდება, თორემ ქირას ვერ დავფარავ. ის ქალი ხო გამაგდებს და მერე ევა ხო წაიღებს მისი წუწუნით ტვინს.
ამას მოხუცის წამიერი სიცილი მოჰყვა
-ნუ მოკლედ შევედი და ვიყიდე ყველაფერი რაც მინდოდა. როდესაც პროდუქტებს ატარებდა მაშინ ვკითხე განცხადებაზე და მითხრა თურმე ერთ-ერთი მომუშავე წასულა. მეორე ცვალს ანუ ღამის ცვლას სჭირდება მეწყვილე. სადღაც ერთ საათში შეიცვლებოდა კიდეც ცვლა.
-აბა იწყებ მუშაობას?-სიცილით ამბობს მოხუცი
-რავი, ხვალ მენეჯერს უნდა დაველაპარაკო და თუ მოვეწონები ალბათ ამიყვანს
-იცოდე უჟმური სახით ყურება არ დაუწყო თორემ მოგისმენს კი არა გაგდებს მაშინვე
-საერთოდაც არ მაქვს უჟმური სახე-ბუზღუნით ამბობს თუმცა მოხუცთან ერთად იცინის-კარგი უნდა წავიდე თორემ ევა და ჩემი მუცელი უკვე ძალიან წუწუნებს
-კარგი, კარგი. აბა ნახვამდის
-ნახვამდის ბატონო ბენედიქტ. თავს გაუფრთხილდით-იღიმის ემილი და ტელეფონს თიშავს.

მოხუცს ტელეფონის მიღმა გული სითბოთი ევსება და კატებს ანიშნებს, რომ ძილი განაგრძონ. თვითონაც შუქს აქრობს და მშვიდად იძინებს.

ემილი საჭმელს თავისთვისაც და კატისთვისაც ამზადებს.
-ევა იცოდე თუ ამიყვანენ ღამის ცვლაში მომიწევს ყოფნა ამიტომ მალე დაიძინე და წუწუნი არ დაიწყო!
აფრთხილებს ემილი თუმცა ევას ამ წამს საჭმლის გარდა არავინ და არაფერი არ ანაღლებს. როდესაც ჭამა დაასრულენ ისინიც დასაძინებლად გაემზადენ. ემილიმ შუქები ჩააქრო და უკვე თითქმის ღრმა ძილში იყო, როდესაც საწოლზე ევა ამოვიდა. ერთი ორჯერ წაიწუწუნა, გაამზადა დასაწოლი ადგილი ემილის მუცელთან და ჩათვლიმა. ემილის კი ძლიერ უნდოდა ევას საწოლიდან გადაგდება და წუწუნი, მაგრამ ძილის სურვილი უფრო ძლიერი იყო ვიდრე შურისძიების. ამიტომაც ჩაიქნია ევას გადაგდების გეგმაზე ხელი და მანაც ღრმა ძილს მიეცა ევას მსგავსად.

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now