2

991 48 5
                                    

ოთახის კარებს აღებს და ხედავს როგორ სძინავს მის ლოგინში სრულიად უცხო ადამიანს. ეღიმება და კარებს ჩუმად ხურავს...
-ჩაეძინა
-კარგია. ყველაფერი ჩავალაგე და მანქანა წუთი წუთზე მოვა
-კარგი
-მისმინე თუ გინდა დავრჩები
-არა, მართლა არ მინდა
-კარგი-თბილად უღიმის და ეხვევა გოგონას.
-რომ ჩახვალ შემეხმიანე-ხელებს ძლიერ ხვევს.
-კარგი.
ეზოდან მანქანის სიგნალის ხმა ისმის და ორივენი ერთმანეთს შორდება. კარებს მიყრდნობოდა და უყურებდა როგორ უქნევდა ღიმილიანი სახით და ამავე დროს ცრემლიანი თვალებით ხელს მისი საუკეთესო და ერთადერთი მეგობარი. ემშვიდობებოდა მის ერთადერთ მეგობარს და თავს ისე გრძნობდა თითქოს ეს ბოლო იყო, ბოლო წამები, ბოლო ჩახუტება, ბოლო ღიმილი, ბოლო საუბარი... უყურებდა როგორ ჯდებოდა მანქანაში, როგორ იწმენდა  ცრემლებს და როგორ გრძნობდა იმავეს. ცრემლები მოიწმინდა, ღრმად ამოისუნთქა და კარები დახურა. შემობრუნდა და მის წინ გოგონა დაინახა რომელსაც უამრავი კითხვა გასჩენოდა.
-მეგონა გეძინა
-მეძინა
-გასაგებია, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით.
-ალბათ
-გშია?
-კი
-გამომყევი
სამზარეულოში შევიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ.
-ესეც საჭმელი-თქვა და წინ დაუდო-ბევრი ჭამე! მე გავალ მისაღებში თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.
-კარგი... მაგრამ რითი მოგმართო?
-ემილი, ასე მომმართე
-გასაგებია, ემილი
არაფერი აღარ უთქვამს უბრალოდ მისაღებ ოთახში შევიდა.

10 წუთის შემდეგ

-უფრო კომფორტული ტანსაცმელი გაქვს?
-მორჩი ჭამას?
-კი
-ჩემსას მოგცემ
-ეს მისია?
-ვისზე ამბობ?
-შენს მეგობარზე
-კი-სავარძლიდან ადგა და გოგონასკენ წავიდა
-წამოდი
ოთახში შევიდნენ და ემილიმ მისი კარადა გააღო
-აარჩიე
-მე?
-ხო
-კარგი
-მე გავალ და როცა ჩაიცვამ გამოდი გავისეირნოთ-მოსაცმელი აიღო და ოთახიდან გავიდა.კარებს მიეყრდნო, ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და მესიჯები შეამოწმა
-ალბათ ტელეფონი დაუჯდა-ამოიოხრა და ცას შეხედა
-ვის?
შემოტრიალდა და გაშეშდა. მოკლე ქვედაბოლო, ამოღებული მაისური....
-არ გცივა?
-არა
-თბილი მოსაცმელი მაინც აგეღო
-წავიდეთ?
-კარგი
-სად მივდივართ?
-აქვე პატარა შადრევანია, იქ წავიდეთ
-შადრევანი? კარგი არჩევანია
-ხო
-კითხვაზე არ მიპასუხე
-რომელ კითხვაზე
-ვის დაუჯდა ტელეფონი?
-ალბათ ჩემს მეგობარს, მაგრამ მგონი აქ კითხვებს შენ არ უნდა სვამდე
გაიცინა და თქვა-რატომ ემილი? იმის გამო რომ შემიფარეთ? რა სასაცილო ხარ
-სასაცილო? მადლობა უნდა გადამიხადო იქ რომ დამე..
-იქ რომ დაგეტოვებინე გავიყინებოდი. ვიცი და მადლობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვების დასმის უფლება არ მაქვს
-ვინ თქვა, რომ არ გაქვს?
-შენ
-როდის?
-ამ წამს
-არა მე ეგ არ მითქვამს! მე ვთქვი, რომ...
-მე ავრორა ვარ
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ავრორა-ხელი გაუწოდა
-ჩემთვისაც ემილი-გაიღიმა და ხელი ჩამოართვა
-იქ რას აკეთებდი?
-დასაწყის გულისხმობ?
-დასაწყის? ხო, მგონი
-სულელ თეთრ კატას მივზდევდი, ჩემი ეზოდან დეკორაცია მოიპარა. უბრალო დეკორაცია არ გეგონოს ძალიან ძველი იყო. დიდი ხნით ვეძებდი და შემთხვევით რაღაცას წავკარი ფეხი დავეცი და როგორც ჩანს გონება დავკარგე. თქვენმა საუბარმა გამომაფხიზლა და მერე უკვე შენც იცი
-სასაცილო ხარ-მხიარული სახით უთხრა
-სულაც არა
-კი, ხარ
-არაა
-კარგი,კარგი. სად ცხოვრობ?
-შადრევანთან ახლოს
-შადრევანთან?
-ხო
-მეგონა მის სიახლოვეს არავინ ცხოვრობდა
-მე ვცხოვრობ, უფროსწორად ცოტა ხნით ვარ ჩამოსული მალე მივდივარ
-გასაგებია
-რა კი შადრევანთან მივდივართ, გინდა ჩემი სახლი დაათვალიერო?
-კარგი აზრია
-ანუ თანახმა ხარ
-რავი, კი
-კარგია თან გამოვიცვლი და ტანსაცმელს დაგიბრუნებ
-აჰ, ეს არაა მასეთი საჩქარო თუ გინდა დაიტოვე ბევრი ტანსაცმელი მაქვს, დანაკლისი არ იქნება
-დამიჯერე მეც ბევრი ტანსაცმელი მაქვს და აი შადრევანთანაც მივედით-თქვა და შადრევნისკენ გაიქცა. ამაზე გამეღიმა, რაღაცნაირად საყვარლად მომეჩვენა. შადრევანის კიდეზე ჩამოჯდა და ფეხსაცმლის ძირებით ნაზად შეეხო წყალს
-რას აკეთებ?
-არვიცი. იმას რაც უეცრად მომივიდა თავში-გამიცინა. რამდენიმე წამით ასე იყო შემდეგ კი ადგა და ჩემსკენ გამოიქცა. ხელი ჩამჭიდა და გზას გაუდგა
-სად მივდივართ?
-ჩემთან სახლში
-გასაგებია, მაგრამ იქნებ ცოტა შეანელო ფაქტიურად დავრბივართ
-ოჰ, მე ბოდიში
-არაუშავს-გამეცინა და ყურადღება ხელზე გადავიტანე. შეამჩნია და ხელი გამიშვა
-ბოდიში ეს შემთხვევით მომივიდა
-არაუშავს. ისეთი არაფერი მომხდარა. მოდი გზა გავაგრძელოთ.
-კარგი-თბილად გამიღიმა და წინ წამიწღვა ისევ. სიარულის დროს ხმა არცერთს ამოგვიღია.
ცოტა დიდხანს გაგრძელდა სიარული ალბათ იმიტომ, რომ არაფერზე ვსაუბრობდით და დრო თითქოს ძალიან იწელებოდა, მაგრამ უეცრად ფიქრები მისმა ხმამ შემაწყვეტინა
-აი მივედით
გავიხედე და ჩემს წინ უზარმაზარი სახლი იყო
-ეს? ეს? აქ ცხოვრობ? ღმერთო რამდენი ხანია რაც ამ სახლის დათვალიერება მინდა! მეგონა აქ არავინ ცხოვრობდა
-ასე გიხარია რომ აქ ვცხოვრობ?-მომაშტერდა ცოტათი გაკვირვებული სახით
-მე...-დავიბენი მისი გაკვირვებული გამომეტყველების გამო და პასუხი ვერ გავეცი
-რა კი ამ სახლის დათვალიერება დიდი ხანია გსურს მაშინ უფრო მეტი მიზეზი გქონია რატომაც უნდა შემოხვიდე-ეზოს კარები გააღო და შიგნით შევიდა. მეც უკან გავყევი.
-ღმერთო, ისევ ეს კატა
-რა კატა?
-აი ის კატა, რომ გიამბე შეხედე კარებთან წევს ჩემი ეზოს დეკორაციასთან ერთად
ყურადღება კარებისკენ მივაპყრე და...
-ეს ჩემი კატაა-გაკვირვებულმა ვთქვი და ევას გავხედე
-შენი კატა?
-ხო-უცბად დავიბენი მაგრამ მალევე მოვედი გონს-ევა მოდი ჩემთან-მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა და ხელში ავიყვანე
-5 დღეა დაკარგულია
-ხოდა ეგ ხუთი დღე ცხოვრება გამიმწარა
-ცუდი კატა არაა
-ხო ალბათ მთლად ცუდსაც ვერ ვიტყვით ბოლო-ბოლო ერთმანეთს შეგვახვედრა-კარები გააღო
-კარები ღიაა?
-ხო უცბად გამოვიქეცი სახლიდან ასე, რომ არ მიფიქრია ნამდვილად კარების ჩაკეტვაზე-გაიღიმა და შიგნით შევიდა. მეც უკან მივყვევი და თავი სამოთხეში ვიგრძენი
-ეს, ეს ძალიან ლამაზია....

იმედია მოგეწონათ<333

heaven (დასრულებული)Where stories live. Discover now